ევროპალიგა. IV ტურის წინ: შოთა VS ალკმაარი, დუბლი II

AutoSharing Option
* IV ტურის წინ ქულის დაუკარგავად 12 ჯგუფში მხოლოს სამი კლუბია: "ზენიტი", "შახტარი" და "შალკე".
* ჯერ ქულა არ მოუპოვებიათ: "გაბალას" და "ზალცბურგს".

დღეს 12 ჯგუფში რანგით მეორე ევროთასის, ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის IV ტურის მატჩები გაიმართება და პლეი ოფში ყველაზე ნაადრევად გასული კლუბების ვინაობაც გვეცოდინება.

ყველა მატჩი ორი კვირის წინანდელების გამეორებაა, უბრალოდ, იცვლებიან მასპინძლები. ასე რომ, შოთა არველაძეს კვლავ ყოფილი გუნდის, "ალკმაარის" წინააღმდეგ მოუწევს გუნდის გაყვანა. ამჯერად, "მაკაბი" მასპინძელია.

შეგახსენებთ, რომ ქართველი სპეციალისტის გუნდმა "ალკმაარი" ჰოლანდიაში 2:1 დაამარცხა. ჩვენებურის გუნდს
კიდევ ერთი გამარჯვება ჰაერივით ესაჭიროება. "ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია ქვეყნისთვის, ჩვენი გუნდის ფანებისთვის. "მაკაბის" მიზანი ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევაა", - განაცხადა შოთამ ოფიციალურ საიტთან კომენტარში.

ჯაბა ლიპარტიას "ზორია" ჯგუფში აუტსაიდერია და ეს მისი ბოლო შანსია. უკრაინელები "ფეიენოორდს" მასპინძლობენ. ეს თამაში ოდესაში გაიმართება. უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურში მწვრთნელმა ჯაბა დაასვენა. დიდი ალბათობით, დღეს მას სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავთ.

გიორგი ქვილითაია "სასუოლოსთან" პირველ მატჩში სათადარიგო იყო. იმედია, მას ამჯერად შანსი მიეცემა. "რაპიდი" იტალიაში ჩადის. ორივე გუნდს 4-4 ქულა აქვს და ამ შეხვედრაში ბევრი რამ გადაწყდება. იტალიური მედია ქვილითაიას ისევ სათადარიგოთა შორის მოიაზრებს.

ნიკა კვეკვესკირის "გაბალა" "სენტ ეტიენს" მასპინძლობს. ნიკას დიდი ხანია, ტრავმის გამო არ უთამაშია. ბრძოლის გასაგრძელებლად აზერბაიჯანულ გუნდს, ალბათ, ფრეც აღარ ეყოფა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ქართველი ნახევარმცველი ისევ ლაზარეთშია.

ევროპალიგა. IV ტური
ხუთშაბათი. 3 ნოემბერი
A ჯგუფი
ფენერბაჰჩე-მანჩესტერი 22:00
ზორია-ფეიენოორდი 22:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. მანჩესტერი 3 2 0 1 5-2 6
2. ფეიენოორდი 3 2 0 1 2-1 6
3. ფენერბაჰჩე 3 1 1 1 3-5 4
4. ზორია 3 0 1 2 1-3 1

B ჯგუფი
ასტანა-ოლიმპიაკოსი 20:00
აპოელ-იანგ ბოისი 22:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. ოლიმპიაკოსი 3 2 0 1 5-2 6
2. აპოელ 3 2 0 1 4-4 6
3. იანგ ბოისი 3 1 1 1 3-2 4
4. ასტანა 3 0 1 2 2-6 1

C ჯგუფი
გაბალა-სტ. ეტიენი 22:00
ანდერლეხტი-მაინცი 22:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. ანდერლეხტი 3 1 2 0 5-3 5
2. მაინცი 3 1 2 0 5-4 5
3. სტ. ეტიენი 3 1 2 0 3-2 5
4. გაბალა 3 0 0 3 3-7 0

D ჯგუფი
ზენიტი-დანდალკი 22:00
მაკაბი-ალკმაარი 22:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. ზენიტი 3 3 0 0 11-4 9
2. დანდალკი 3 1 1 1 3-3 4
3. მაკაბი 3 1 0 2 5-6 3
4. ალკმაარი 3 0 1 2 2-8 1

E ჯგუფი
აუსტრია-რომა 22:00
ასტრა-პლზენი 22:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. რომა 3 1 2 0 8-4 5
2. აუსტრია 3 1 2 0 6-5 5
3. ასტრა 3 1 0 2 4-8 3
4. პლზენი 3 0 2 1 2-3 2

F ჯგუფი
ბილბაო-გენკი 22:00
სასუოლო-რაპიდი 22:00

თ მ ფ წ ბ ქ
1. გენკი 3 2 0 1 7-4 6
2. სასუოლო 3 1 1 1 5-4 4
3. რაპიდი 3 1 1 1 4-4 4
4. ბილბაო 3 1 0 2 1-5 3

G ჯგუფი
აიაქსი-სელტა 00:05
პანათინაიკოსი-სტანდარდი 00:05

თ მ ფ წ ბ ქ
1. აიაქსი 3 2 1 0 5-3 7
2. სელტა 3 1 2 0 5-3 5
3. სტანდარდი 3 0 2 1 3-4 2
4. პანათინაიკოსი 3 0 1 2 3-6 1

H ჯგუფი
გენტი-შახტარი 00:05
ბრაგა-კონია 00:05

თ მ ფ წ ბ ქ
1. შახტარი 3 3 0 0 8-0 9
2. გენტი 3 1 1 1 3-6 4
3. ბრაგა 3 0 2 1 2-4 2
4. კონია 3 0 1 2 1-4 1

I ჯგუფი
შალკე-კრასნოდარი 00:05
ნიცა-ზალცბურგი 00:05

თ მ ფ წ ბ ქ
1. შალკე 3 3 0 0 5-1 9
2. კრასნოდარი 3 2 0 1 6-3 6
3. ნიცა 3 1 0 2 3-6 3
4. ზალცბურგი 3 0 0 3 1-5 0

J ჯგუფი
ფიორენტინა-ლიბერეცი 00:05
პაოკ-ყარაბაღი 00:05

თ მ ფ წ ბ ქ
1. ფიორენტინა 3 2 1 0 8-2 7
2. პაოკ 3 1 1 1 2-3 4
3. ყარაბაღი 3 1 1 1 5-7 4
4. ლიბერეცი 3 0 1 2 4-7 1

K ჯგუფი
სპარტა-ბეერ შევა 00:05
საუთჰემპტონი-ინტერი 00:05

თ მ ფ წ ბ ქ
1. სპარტა 3 2 0 1 4-4 6
2. საუთჰემპტონი 3 1 1 1 3-1 4
3. ბეერ შევა 3 1 1 1 2-1 4
4. ინტერი 3 1 0 2 2-5 3

L ჯგუფი
ციურიხი-სტიაუა 00:05
ვილიარეალი-ოსმანლი 00:05

თ მ ფ წ ბ ქ
1. ვილიარეალი 3 1 2 0 5-4 5
2. ოსმანლი 3 1 1 1 5-4 4
3. ციურიხი 3 1 1 1 4-4 4
4. სტიაუა 3 0 2 1 2-4 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
და ,, უ ნიცჰიერეს სჰოტასს,,
dges aapartxaleben makabisac
17:36 03-11-2016
0
გამარჯვებები შოთას!!!
gizog
14:18 03-11-2016
0

სიახლეები პოპულარული