ევროპალიგა. ბოლო ტური: შოთამ მოიგო, მაგრამ გავარდა... [VIDEO]

AutoSharing Option
წუხელ ევროთასების ამ სეზონის ჯგუფური ეტაპი დასრულდა, ევროპალიგის 12 ჯგუფიდან 24 იღბლიანი და უფრო ძლიერი უკვე ცნობილია, მათ ჩემპიონთა ლიგის 8 მესამეადგილოსანი შეუერთდება და თებერვალში 32 გუნდი პლეი ოფს დაიწყებს, რათა ბოლოს გამარჯვებული "სევილია" ერთ-ერთმა ტიტულის მოგებით ჩაანაცვლოს. გუშინდლამდე 13 საგზურის ბედი გარკვეული იყო, წუხელ კიდევ 11 საგზური დარიგდა.

მაშ ასე, ევროპალიგის 1/16 ფინალში გავიდნენ: "ფენერბაჰჩე", "მანჩესტერი", აპოელ, "ოლიმპიაკოსი", "სენტ ეტიენი", "ანდერლეხტი", "ზენიტი", "ალკმაარი", "რომა", "ასტრა", "ბილბაო", "გენკი", "შახტარი", "გენტი", "ფიორენტინა", პაოკ, "ოსმანლისპორი", "ვილიარეალი", "აიაქსი", "სელტა", "შალკე", "კრასნოდარი", "სპარტა" და
"ბეერ შევა".

მათ ჩემპიონთა ლიგიდან შეუერთდებიან: "ლუდოგორეცი", "ბეშიქთაში", "გლადბახი", "როსტოვი", "ტოტენჰემი", "ლეგია", "კოპენჰაგენი" და "ლიონი".

ევროპალიგის პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებდა შოთა არველაძის "მაკაბი", მაგრამ მხოლოდ საკუთარ თავზე არ იყო დამოკიდებული.

მთავარი იყო "ალკმაარს" არ მოეგო ლიდერ "ზენიტისთვის", მაგრამ სწორედ ასე მოხდა - ჰოლანდიელებმა იმარჯვეს (3:2) და შოთასა და კომპანიას წყალში ჩაუყარეს გარჯა და 2:1 გამარჯვება ირლანდიურ "დანდალკზე". ალბათ, მალე გავიგებთ, რა ბედი ელის ქართველ სპეციალისტს, გამოუცხადებენ მას ნდობას, თუ გაუშვებენ, როგორც ადგილობრივი მედია ამტკიცებს...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სხვა ქართველების გუნდებს შანსი ისედაც დაკარგული ჰქონდათ. ვიტყვით, რომ "გაბალას" რიგებში სრულად ითამაშა ნიკა კვეკვესკირმა, ხოლო ჯაბა ლიპარტია "მანჩესტერთან", ხოლო გიორგი ქვილითაია "ბილბაოსთან", მეორე ტაიმში შევიდნენ. "რაპიდმა" ანგარიში მას შემდეგ გახსნა, რაც ქვილითაიას დარტყმულს თანაგუნდელმა დაამატა.

მოკლედ, ევროპალიგის პლეი ოფში თორნიკე ოქრიაშვილის (კრასნოდარი) და (შესაძლოა) გიორგი არაბიძის (შახტარი) იმედად უნდა ვიყოთ.

A ჯგუფი
ფეიენოორდი-ფენერბაჰჩე 0:1
გოლი: 0:1 სოუ (22)

ზორია-მანჩესტერი 0:2
გოლები: 0:1 მხითარიანი (48), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (88)
შენიშვნა: ჯაბა ლიპარია (ზორია) 72-ე წუთზე შემოვიდა
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თ მ ფ წ ბ ქ
1. ფენერბაჰჩე 6 4 1 1 8-6 13
2. მანჩესტერი 6 4 0 2 12-4 12
3. ფეიენოორდი 6 2 1 3 3-7 7
4. ზორია 6 0 2 4 2-8 2

B ჯგუფი
იანგ ბოისი-ასტანა 3:0
გოლები: 1:0 ფრაი (63), 2:0 ოარო (66), 3:0 შიკი (71)

აპოელ-ოლიმპიაკოსი 2:0
გოლები: 1:0 და კოშტა (19 ს. კ.), 2:0 დე კამარგო (83)

თ მ ფ წ ბ ქ
1. აპოელ 6 4 0 2 8-6 12
2. ოლიმპიაკოსი 6 2 2 2 7-6 8
3. იანგ ბოისი 6 2 2 2 7-4 8
4. ასტანა 6 1 2 3 5-11 5

C ჯგუფი
მაინცი-გაბალა 2:0
გოლები: 1:0 ჰაკი (30), 2:0 დე ბლასისი (40)
შენიშვნა: ნიკა კვეკვესკირმა (გაბალა) შეუცვლელად ითამაშა

ანდერლეხტი-სენტ ეტიენი 2:3
გოლები: 1:0 ჩიპჩიუ (21), 2:0 სტანჩიუ (31), 2:1 სოდერლუნდი (62), 2:2 სოდერლუნდი (74), 2:3 მონე-პაკე (74)
გამოუყენებელი პენალტი: საივემ (სენტ ეტიენი) ვერ გაიტანა პენალტი (54)

თ მ ფ წ ბ ქ
1. სტ. ეტიენი 6 3 3 0 8-5 12
2. ანდერლეხტი 6 3 2 1 16-8 11
3. მაინცი 6 2 3 1 8-10 9
4. გაბალა 6 0 0 6 5-14 0

D ჯგუფი
ალკმაარი-ზენიტი 3:2
გოლები: 1:0 რიენსტრა (7), 2:0 ჰაპსი (43), 2:1 ჯულიანო (58), 3:1 ტანკოვიჩი (68), 3:2 ვუიტენსი (80 ს. კ.)

მაკაბი-დანდალკი 2:1
გოლები: 1:0 ბენ ჰაიმი II (21-პენ), 1:1 დაშა (27 ს. კ.), 2:1 მიხა (38)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ზენიტი 6 5 0 1 17-8 15
2. ალკმაარი 6 2 2 2 6-10 8
3. მაკაბი 6 2 1 3 7-9 7
4. დანდალკი 6 1 1 4 5-8 4

E ჯგუფი
პლზენი-აუსტრია 3:2
გოლები: 0:1 ჰოლცჰაუზერი (19-პენ), 0:2 როტპულერი (40), 1:2 ჰორავა (44), 2:2 დურისი (72), 3:2 დურისი (84)
გაძევება: ჰეიდა (19. პლზენი)

ასტრა-რომა 0:0

თ მ ფ წ ბ ქ
1. რომა 6 3 3 0 16-7 12
2. ასტრა 6 2 2 2 7-10 8
3. პლზენი 6 1 3 2 7-10 6
4. აუსტრია 6 1 2 3 11-15 5

F ჯგუფი
რაპიდი-ბილბაო 1:1
გოლები: 1:0 ჟოელინტონი (72), 1:1 საბორიტი (84)
შენიშვნა: გიორგი ქვილითაია (რაპიდი) მოედანზე 57-ე წუთზე გამოვიდა

9 დეკემბერი
სასუოლო-გენკი 15:30
შენიშვნა: მატჩი ნისლის გამო 1 დღით გადაიდო

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბილბაო 6 3 1 2 10-11 10
2. გენკი 5 3 0 2 11-9 9
3. რაპიდი 6 1 3 2 7-8 6
4. სასუოლო 5 1 2 2 9-9 5

G ჯგუფი
სტანდარდი-აიაქსი 1:1
გოლები: 0:1 ელ-ღაზი (27), 1:1 რამანი (85)

პანათინაიკოსი-სელტა 0:2
გოლები: 0:1 გუიდეტი (4), 0:2 ორელიანა (76-პენ)

თ მ ფ წ ბ ქ
1. აიაქსი 6 4 2 0 11-6 14
2. სელტა 6 2 3 1 10-7 9
3. სტანდარდი 6 1 4 1 8-6 7
4. პანათინაიკოსი 6 0 1 5 3-13 1

H ჯგუფი
კონია-გენტი 0:1
გოლი: 0:1 კ. კულიბალი (94)

ბრაგა-შახტარი 2:4
გოლები: 0:1 კრივცოვი (22), 0:2 ტაისონი (39), 1:2 სტოილიკოვიჩი (43), 1:3 კრივცოვი (62), 1:4 ტაისონი (66), 2:4 ვუკჩევიჩი (89)

თ მ ფ წ ბ ქ
1. შახტარი 6 6 0 0 21-5 18
2. გენტი 6 2 2 2 9-13 8
3. ბრაგა 6 1 3 2 9-11 6
4. კონია 6 0 1 5 2-12 1

I ჯგუფი
ზალცბურგი-შალკე 2:0
გოლები: 1:0 შლაგერი (22), 2:0 რადოშევიჩი (94)

ნიცა-კრასნოდარი 2:1
გოლები: 0:1 სმოლოვი (52), 1:1 ბოსეტი (64-პენ), 2:1 ლე მარშანი (77)
გაძევება: გრანკვისტი (61. კრასნოდარი)

თ მ ფ წ ბ ქ
1. შალკე 6 5 0 1 9-3 15
2. კრასნოდარი 6 2 1 3 8-8 7
3. ზალცბურგი 6 2 1 3 6-6 7
4. ნიცა 6 2 0 4 5-11 6

J ჯგუფი
ყარაბაღი-ფიორენტინა 1:2
გოლები: 0:1 ვეჩინო (60), 1:1 რეინალდო (73), 1:2 კიეზა (76)
გაძევება: კიეზა (84. ფიორენტინა)

პაოკ-ლიბერეცი 2:0
გოლები: 1:0 როდრიგესი (29), 2:0 პელკასი (67)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ფიორენტინა 6 4 1 1 15-6 13
2. პაოკ 6 3 1 2 7-6 10
3. ყარაბაღი 6 2 1 3 7-12 7
4. ლიბერეცი 6 1 1 4 7-12 4

K ჯგუფი
ინტერი-სპარტა 2:1
გოლები: 1:0 ედერი (23), 1:1 მარაჩეკი (54), 2:1 ედერი (90)
გამოუყენებელი პენალტი: დოჩკალი (65. სპარტა)
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საუთჰემპტონი-ბეერ შევა 1:1
გოლები: 0:1 ბუზაგლო (79), 1:1 ვან დეიკი (91)

თ მ ფ წ ბ ქ
1. სპარტა 6 4 0 2 8-6 12
2. ბეერ შევა 6 2 2 2 6-6 8
3. საუთჰემპტონი 6 2 2 2 6-4 8
4. ინტერი 6 2 0 4 7-11 6

L ჯგუფი
ოსმანლი-ციურიხი 2:0
გოლები: 1:0 დელარჟი (73), 2:0 კილიკასლანი (89)

ვილიარეალი-სტიაუა 2:1
გოლები: 1:0 სანსონე (16), 1:1 აკიმი (55), 2:1 ტრიგეროსი (88)
გაძევება: ტამაში (79. სტიაუა)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ოსმანლი 6 3 1 2 10-7 10
2. ვილიარეალი 6 2 3 1 9-8 9
3. ციურიხი 6 1 3 2 5-7 6
4. სტიაუა 6 1 3 2 5-7 6

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ევროპის ლიგაზეა აქ ლაპარაკი
datos
14:37 09-12-2016
0
ლეგია და ყაზაიშვილი დაგავიწყდათ? (სეზონის ბოლომდე თუ დაიტოვეს პოლონელებმა)
Dato
13:04 09-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული