საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა "განვითარების თასზე" სომხეთი გაანადგურა

AutoSharing Option
მინსკში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის "განვითარების თასის" მორიგ მატჩში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

გიორგი ნემსაძის შეგირდებმა თავიდანვე დიდი უპირატესობა მოიპოვეს და საწყის წუთებშივე შეეძლოთ რამდენიმე გოლის გატანა, თუმცა ხან სიზუსტე ღალატობდათ, ხან მეკარე იგერიებდა დარტყმულს. ერთხელ კი ბურთი ხარიხას მოხვდა.

პირველ ტაიმში ქართველები ვახტანგ ჩარკვიანმა დააწინაურა, შესვენების შემდეგ კი თავი ჯერ ელგუჯა ჯანგველაძემ გამოიჩინა, ხოლო ბოლო წუთებზე ზურა დავითაშვილმაც გამოიყენა შანსი.

სომხეთის წინააღმდეგ მწვრთნელმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ბახტაძე, წაქაძე (აზაროვი 49), გელაშვილი, კაპანაძე, ჩოთალიშვილი (აშორდია
68), ჩარკვიანი (ტუდები 68), მექვაბიშვილი, ლორთქიფანიძე (ბაქრაძე 74), კვარაცხელია, დავითაშვილი, ქუთათელაძე (ჯანგველაძე 49).
სათადარიგონი: თვალოძე, მელიქიშვილი, ხარაიშვილი, გულიაშვილი.

მინსკის ტურნირზე დასკვნით მატჩს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები 22 იანვარს, ლატვიასთან ჩაატარებს.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
ოხხ,ისევ პიარი... დაწერეთ რელობა. 12 გუნდიან ჩემპიონატზე, გავედით მე_11. ეს რო წაგვეგო გავიდოდით მე_12. მაგრამ მოგება მაინც კაია. წარმატებები...
0
ეს კარგია,
toko
23:47 21-01-2017
0

სიახლეები პოპულარული