გიორგი ნემსაძის შეგირდებმა თავიდანვე დიდი უპირატესობა მოიპოვეს და საწყის წუთებშივე შეეძლოთ რამდენიმე გოლის გატანა, თუმცა ხან სიზუსტე ღალატობდათ, ხან მეკარე იგერიებდა დარტყმულს. ერთხელ კი ბურთი ხარიხას მოხვდა.
პირველ ტაიმში ქართველები ვახტანგ ჩარკვიანმა დააწინაურა, შესვენების შემდეგ კი თავი ჯერ ელგუჯა ჯანგველაძემ გამოიჩინა, ხოლო ბოლო წუთებზე ზურა დავითაშვილმაც გამოიყენა შანსი.
სომხეთის წინააღმდეგ მწვრთნელმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ბახტაძე, წაქაძე (აზაროვი 49), გელაშვილი, კაპანაძე, ჩოთალიშვილი (აშორდია
სათადარიგონი: თვალოძე, მელიქიშვილი, ხარაიშვილი, გულიაშვილი.
მინსკის ტურნირზე დასკვნით მატჩს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები 22 იანვარს, ლატვიასთან ჩაატარებს.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით