საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქეები ევრო 2019-ის შესარჩევში ცნობილია

AutoSharing Option
26 იანვარს უეფას შტაბბინაში 21-წლამდელთა შორის ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მესამე ჯგუფში მოხვდა დანიასთან, პოლონეთთან, ფინეთთან, ლიტვასა და ფარერებთან ერთად.

ჯგუფის გამარჯვებულები პირდაპირ გაინაღდებენ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს, ხოლო 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი კი პლეი-ოფში დამატებით ორ საგზურს გაითამაშებს.

შესარჩევი ციკლი 2017 წლის მარტიდან დაიწყება, ტურნირის ფინალურ სტადიას კი იტალია და სან-მარინო უმასპინძლებენ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
კომენტარებს რომ წერთ, აზრზე ხართ საერთოდ ვისთან გვაქვს საქმე? მარტო სახელებით რომ აფასებთ გუნდების სიძლიერეს. დანიელებს დღეს მსოფლიოში ერთერთი უძლიერესი თაობა ჰყავთ ყველა დონეზე და პირველი ადგილი ამ ჯგუფში უკვე გადახაზულია. პოლონეთში კიდევ ასეთი აღმავლობა და დონე 80-იანების მერე არ ყოფილა და მესამესთვის ახლაც ვიბრძოდით ესპანეთთან, ხორვატიასთან და შვეციასთან. ასე რომ ჩვენი უბადრუკი ფეხბურთისთვის დიდად აღარაფერი შეცვლილა სასიკეთოდ.
.........
17:19 26-01-2017
0
დანია ჩემპიონი ყოფილა უკვე. ფარერები ალბათ ვერცხლს აიღებენ ევროპაზე
gurji
18:07 26-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული