U19. გიორგი ყიფიანმა რუსეთთან მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 25 და 27 მარტს ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. გიორგი ყიფიანის გუნდის მეტოქე რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრები იქნება. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე ჩატარდება და 16 საათზე დაიწყება.

გიორგი ყიფიანმა უკვე შეარჩია ის შემადგენლობა, რომელიც რუსებთან სათამაშოდ მოემზადება:

გიორგი ჩოჩიშვილი (შევარდენი 1906), გიორგი მამარდაშვილი (დინამო თბ), დავით კერესელიძე (ცხინვალი), დავით კობოური (დინამო თბ), ნიკა მალი (საბურთალო), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო), ლუკა ქაფიანიძე (დინამო თბ), შალვა ბურჯანაძე (ტორპედო), თომა ხუბაშვილი (საბურთალო), ალექსანდრე კახიძე
(ნაციონალი, რუსეთი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი კუცია (დინამო თბ), თემურ ჩოგაძე (საბურთალო), ირაკლი ბუღრიძე (ლოკომოტივი), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), საბა ჯიქია (რუხი, პოლონეთი), ბექა ქავთარაძე (დინამო თბ), აკაკი ნინუა (სამტრედია), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო), ნიკა კვანტალიანი (დინამო ბთ), თორნიკე დაგარგულია (შუქურა), ლუკა ფოჩხუა (შევარდენი 1906).

წყარო: gff.ge
მკითხველის კომენტარები / 15 /
ყიფიანს ვინ ეკიტხება დაუდეს სია და გამოიდძახა ის ხალხი ეს კაცი აზრზე არ არის სასაცილო იქნება რო გავბანძდებიტ რუსეთთან ამის მწვრთნელობა რა ვთქვი

gurama
18:29 22-03-2017
0
ლაშას რა შუაშია ბირჯაზე დგომა თუ თამაში იცის კაცმა. ლიტმანენი მაგ ასაკში ლოთი იყო და ტრიბუნაზე ეძინა.სიჭინავა ხულიგანი იყო.კლიუვერტი ავარა იყო. ბესტი ლოთი იყო. ინგლისში თამაშის მერე დასალევად მიდიან ფეხბურთელები.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული