გიორგი ყიფიანი: მე, მედიამ და ქომაგმა ეს ზეწოლაში არ უნდა გადავზარდოთ!

AutoSharing Option
1-ელ ივლისს, თბილისში, სასტუმრო "ჰუალინგში", ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს. მას საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ყიფიანიც დაესწრო.

- საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა "ზესტაფონის" ბაზაზე ივარჯიშა [PHOTO]
- მშვენიერ ქვეყანაში ვართ - 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელების პრესკონფერენცია

2017 წლის უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოში, თბილისსა და გორში, 2 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ჩემპიონის ტიტულისთვის საქართველოს, პორტუგალიის, შვედეთის, ჰოლანდიის, გერმანიის, ინგლისის, ჩეხეთისა და ბულგარეთის ნაკრებები იბრძოლებენ.

"არაერთხელ ვთქვით, რომ ჩვენთვის მსგავსი ტურნირის მასპინძლობა ძალიან დიდი პატივია. ყველა
გუნდი, რომელიც ტურნირზე იღებს მონაწილეობას, თავისი სიძლიერით გამოირჩევა.

დავეთანხმები ჩემ კოლეგებს იმაში, რომ ჩვენი ჯგუფი თანაბარია და წარმატების მიღწევა ყველას შეუძლია. ამ ყველაფერს ის სამი მატჩი გამოავლენს, რომელიც წინ გველის. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, ვინ უფრო კარგად მოემზადება კონკრეტული მატჩისთვის და ვინ უკეთ წარმოაჩენს თავის შესაძლებლობებს.

ლოგიკურია, რომ ყველა გუნდის მწვრთნელს ერთმანეთზე ინფორმაცია გვაქვს. დღეს აქ არავინ გააჟღერებს, როგორ ითამაშებს. ყველა უშუალოდ მოედანზე ეცდება მაქსიმუმის გამოვლენას.

სამწუხაროდ, ლუკა ლოჩოშვილმა ტრავმა ვერ მოიშუშა და ის ამ ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაგვეხმარება. ბულგარეთში შეკრებისას ტრავმა მიიღო არდაზიშვილმა და ისიც გამოგვაკლდა. არ გვეყოლება მეკარე დავით კერესელიძეც. სამწუხაროა, რომ ამხელა დონის ტურნირში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, მათ ვესაუბრე და ავუხსენი, რომ ეს ფეხბურთია და მსგავსი შემთხვევები ხშირია.

ფეხბურთელები დიდ პასუხისმგებლობას გრძნობენ, იციან, რა დონის ტურნირიცაა, მაგრამ მე, მედიამ და გულშემატკივარმა ეს ფსიქოლოიგურ ზეწოლაში არ უნდა გადავზარდოთ. ისინი ეცდებიან, თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინონ და ამისთვის მაქსიმალურად ემზადებიან.

რამდენიმე სათამაშო სქემა დავამუშავეთ და კონკრეტულ მატჩში რომელიც გამოგვადგებას, იმას გამოვიყენებთ", - თქვა ყოფიანმა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეხლა ესენი დაგვასხამენ თავსლაფსა!
ლევანი
12:11 02-07-2017
0
Bihebo warmatebebs gisurvebt da gmertma gamarjvebebi mogcet.
Kaxa qartveli.
23:06 01-07-2017
0

სიახლეები პოპულარული