საქართველო-პორტუგალიის მატჩის ბილეთებს გადამყიდველები 40 ლარად ყიდიან

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები დღეს, 2 ივლისს, ქალაქ გორში ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია, თუმცა, როგორც ირკვევა, მათი დიდი ნაწილი გადამყიდველებს აქვთ.

ამ წუთებში სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გადამყიდველები არიან და ბილეთს, რომელიც სალაროში 2 ლარი ღირდა, მინიმუმ 40 ლარად აფასებენ.

საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
საბაზრო ეკონომიკაა. რა მნიშვნელობაა აქვს კიტრს გაყიდის გადამყიდველი თუ ბილეთს. ზოგს კიტრი უფრო უყვარს ვიდრე ფეხბურთი.
kn
02 ივლისი 2017 21:53
0
რთული არ არის ამ პრობლემის მოგვარება. ახალი ტიპის ბილეთები უნდა დაიბეჭდოს, რომლის QR კოდში დატანილი იქნება პირადი ნომერი. როცა მივა ადამიანი სტადიონზე, შესასვლელში ჯერ თავის ID-ის დაასკანერებს შემდეგ ბილეთს. მოხდება შედარება და თუ დაემთხვევა კარებიც გაიღება. ონლაინ ასეთი ბილეთების შეძენა იოლია. არამგონია სალაროებში დიდი დრო წაიღოს ასეთი ბილეთის გამზადებამ. იქაც იქნება ID წამკითხველი და ავტომატურად მოხდება ბილეთში კოდის გადატანა. ამის შემდეგ გაქრებიან გადამყიდველები.
გიორგი
02 ივლისი 2017 20:19
0
ახალი ტიპის ბილეთები უნდა გაკეთდეს, სადაც სახელი და გვარი იქნება დატანილი. ონლაინ იოლია. არც სალაროში იქნება რთული. ეტყვი სახელს და გვარს და ამოგიბეჭდავენ იქვე. არამგონია სასწაულად დიდი დრო წაიღოს. როცა იცის ადამიანმა ბილეთის ყიდვას ცოტა მეტი დრო უნდა ან ონლაინ იყიდის ან ადრე მივა სალაროში და იყიდის.
გიორგი
02 ივლისი 2017 20:09
0
დავიჯერო არანაირი ბერკეტი არ არსებობს მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად?ყველა რაიმე მნიშვნელოვანი მატჩის წინ ხდება ეს,ფეხბურთი იქნება თუ რაგბი.ესენი ჩასაფრებულები არიან და მერე ნამდვილი გულშემატკივარი ბილეთს ვეღარ ყიდულობს.ალბათ აწყობთ ფედერაციებს ეს უმსგავსობა,აბა სად 2 და სად 40,მეტი შემოსავალია თავისთავად.
ალექსი
02 ივლისი 2017 19:27
0
ეს ბილეთები უნდა წაართვა და პანღურით გაისტუმრო!!!
tngh
02 ივლისი 2017 19:26
0

სიახლეები პოპულარული