საქართველო-პორტუგალიის მატჩის ბილეთებს გადამყიდველები 40 ლარად ყიდიან

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები დღეს, 2 ივლისს, ქალაქ გორში ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია, თუმცა, როგორც ირკვევა, მათი დიდი ნაწილი გადამყიდველებს აქვთ.

ამ წუთებში სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გადამყიდველები არიან და ბილეთს, რომელიც სალაროში 2 ლარი ღირდა, მინიმუმ 40 ლარად აფასებენ.

საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
საბაზრო ეკონომიკაა. რა მნიშვნელობაა აქვს კიტრს გაყიდის გადამყიდველი თუ ბილეთს. ზოგს კიტრი უფრო უყვარს ვიდრე ფეხბურთი.
0
რთული არ არის ამ პრობლემის მოგვარება. ახალი ტიპის ბილეთები უნდა დაიბეჭდოს, რომლის QR კოდში დატანილი იქნება პირადი ნომერი. როცა მივა ადამიანი სტადიონზე, შესასვლელში ჯერ თავის ID-ის დაასკანერებს შემდეგ ბილეთს. მოხდება შედარება და თუ დაემთხვევა კარებიც გაიღება. ონლაინ ასეთი ბილეთების შეძენა იოლია. არამგონია სალაროებში დიდი დრო წაიღოს ასეთი ბილეთის გამზადებამ. იქაც იქნება ID წამკითხველი და ავტომატურად მოხდება ბილეთში კოდის გადატანა. ამის შემდეგ გაქრებიან გადამყიდველები.
გიორგი
20:19 02-07-2017
0

სიახლეები პოპულარული