U19: საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა დღეს, 2 ივლისს, გორში ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1.

პირველი ტაიმი უგოლო ფრით დასრულდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მეტწილად, ჩვენი გუნდის ფეხბურთელები აქტიურობდნენ.

მატჩის მეორე წუთზე შორიდან "ბენფიკას" ფეხბურთელმა ჟოაო ფელიპემ დაარტყა, მაგრამ არაზუსტად. ამის შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ. მე-4 წუთზე კარში გიორგი არაბიძე ურტყამდა, თუმცა მეკარემ აუღო. ამ მომენტიდან 8 წუთში რეალური შანსი შეექმნა გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც ძალიან სუსტად დაარტყა და მეკარეს პრობლემები არ შეჰქმნია.

28-ე წუთზე გოლის გატანა
გიორგი კოხრეიძემ
სცადა, მაგრამ არც მას გაუმართლა. 35-ე წუთზე მორიგი მომენტი ჰქონდა გიორგი არაბიძეს, რომელმაც ბურთი გიორგი ჩაკვეტაძესთან გაითამაშა, დაარტყა და... ბურთი კარს ისევ აცდა. მანამდე კი გიორგი კოხრეიძემ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე გიორგი კოჩორაშვილი გამოვიდა.

40-ე წუთზე ჟოაო ფელიპემ შორიდან კიდევ ერთხელ გაისროლა და ბურთი ამჯერად კარს ცოტათი აცდა. ტაიმის მიწურულს საქართველოს ნაკრებს გოლის გატანის კიდევ ორი რეალური შანსი ჰქონდა. 41-ე წუთზე ჩვენმა ფეხბურთელებმა საჯარიმო შესანიშნავად გაითამაშეს, დავით სამურკასოვმა თავით ბურთი გაბრიელ საღრიშვილს დაუგდო, ამ უკანასკნელის დარტყმული კი სუსტი გამოდგა. საღრიშვილს სამ წუთში მცველების შეცდომის შემდეგ შეეძლო გატანა, მაგრამ... 0:0!

მეორე ტაიმი ქართველთა აქტიურობით დაიწყო და ტაიმის პირველივე წუთზე მეკარესთან პირისპირ გაბრიელ საღრიშვილი დარჩა, მაგრამ მას მეკარემ აჯობა.

56-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო და გიორგი ყიფიანს მეორე იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია - მოედანზე ნიკა კვანტალიანი შემოვიდა.

64-ე წუთზე საჯარიმოში გიორგი კუციამ იუხეშა და მსაჯმა საქართველოს ნაკრების კარში პენალტი დანიშნა. მეკარე ჩოჩიშვილმა რუი პედროს კუთხე კი გამოუცნო, მაგრამ მაინც ვერ აუღო. ასე დაწინაურდა პორტუგალია...

ამ მომენტიდან 9 წუთში პორტუგალიელები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ - გედსონ ფერნანდეშმა მეორე ყვითელი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ყიფიანმაც იმავე წუთს ცვლილება განახორციელა - დავით სამურკასოვის ნაცვლად თემურ ჩოგაძე შეიყვანა.

74-ე წუთზე გიორგი არაბიძემ ჯარიმა დაარტყა და გოლამდე ცოტა დააკლდა - პორტუგალიელთა მეკარემ აქტივში ბრწყინვალე სეივი ჩაიწერა. ეს იყო და ეს...

მომდევნო შეხვედრას ჩვენი ნაკრები 5 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შვედეთის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც დღეს "ჩეხეთთან" 1:2 დამარცხდა. მატჩი 17:30 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 74 /
უხეშობა არ იყო მარა კონტაქტი იყო, შეიძლებოდა პენალტიზ დანიშვნა, ჩვენ სხვა რაღაცების გამო წავაგეთ, მომენტებვერ გამოვიყენეთ, შემვცლელებმა ვერ ითამაშეს, 10 კაციან გუნდს ბურთი ვერ წავართვით, მოძრაობა აღარ იყო მეორე ტაიმში, არაბიძემ გადაბმულად 2 ზუსტი პასი ვერ გააკეთა წინ. ზოგადად კლასის ხარჯზე მოგვიგეს, გაიტანეს გოლი გადაეწყვნენ, კაცი გაუგდეს გადაეწყვნენ, ცვლილებაზე დროის გასაყვანად შემოვიდა კაცი- გაიყვანა დრო, ანუ იმათ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ.
m.m
03 ივლისი 2017 09:46
0
პენატლტი მოგონოლი იყოო,კი ბატონო ყოფილიყო მოგონილი,თქვენ რამე გააკეთეთ კაცნაკლული გუნდის წინააღმდეგ?ისედაც ერთი სახიფათო მომენტი არ შეუქმნიათ,ჯგუფიდან მაინც ვერ გავიდოდა ფრედაც რო დამტავრებულიყო თამაში
nini
03 ივლისი 2017 09:26
0
თქვენ რო გისმინოთ კაცმა, გააღმერთეთ სუსტი საქართველოს ნაკრები შედეგი კი სახეზეა, თქვენ მომავალი თამაშების შედეგებზე იმარჩიელეთ
kako
03 ივლისი 2017 09:22
0
იარეთ ბიძოკო სტადიონზე და უყურეთ გასაოცარ თამაშებს
ebbe sandi
03 ივლისი 2017 09:12
0
ჯგუფურის მერე ილაპარაკეთ საქებარი სიტყვებით
sos
03 ივლისი 2017 09:11
0
ვერ გავიგე,რათ უნდა ამდენი ყოჩაღ და საღოლ, ფაქტი სახეზეა, ფეხბურთელები არიან და უნდა ითამაშონ
krazana
03 ივლისი 2017 09:10
0
ცენტრალური თავდამსხმელი გვინდა, რომელიც საჯარიმოში იბრძოლებს გოლისთვის!!!!!! ათამაშეთ ქ ა ვ თ ა რ ა ძ ე !!!!!!!!!!!!!!!!!
Dinamo
03 ივლისი 2017 09:07
0
ცენტრალური თავდამსხმელი გვინდა, რომელიც საჯარიმოში იბრძოლებს გოლისთვის!!!!!! ათამაშეთ ქ ა ვ თ ა რ ა ძ ე !!!!!!!!!!!!!!!!!
Dinamo
03 ივლისი 2017 09:07
0
ბიჭებს ცუდად არ უთამაშათ. ბევრი შანსი ქონდათ რომ გაეტანათ, მაგრამ საშემსრულებლო კლასი აკლიათ. მაღალი დონის მოწინააღმდეგესთან საჭიროა მაღალი კლასი. არ დაგვავიწყდეს რომ პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელები არიან პორტოს, ბენფიკას, სპორტინგის აღზრდილები და მათ აქვთ მეტი შანსი ამ ძლიერ გუნდებში თამაშის. სასიამოვნო ის იყო რომ ბიჭები იბრძოდნენ და ცდილობდნენ, მაგრამ ფიზიკურად ვერ იყვნენ მოწინააღმდეგის დონეზე მომზდებულები. ასევე ჩვენები ზედმეტად ინდივიდუალურად თამაშობდნენ რიგ მომენტებში, არადა პასის დროზე მიცემა მინიმუმ ერთი გოლით მაინც დასრულდებოდა. არაბიძე ძალიან არაზუსტ პასებს არიგებდა დღეს. ჩაკვეტაძეს და კოხრეიძეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. წარმატებებს ვუსურვებ ბიჭებს შემდეგ თამაშში.
ლუკა
03 ივლისი 2017 07:13
0
tamahis damtavrebis hemdeg roca hveni bihebis tvalebze cremlebi davinaxe mec avtirdi,radgan sxva dros aseti ram ar minaxavs.
guli ar gaitexot bihebo tqven gaxvalt am jgufidan.ibrdzolet bolomdis.
S.P
03 ივლისი 2017 06:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული