U19. ჰოლანდიის ნაკრებმა ჟოელ პიროს ჰეთ-თრიქით გერმანია გაანადგურა

AutoSharing Option
3 ივლისს, საქართველოში მიმდინარე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე I ტურის მატჩები B ჯგუფში გაიმართა.

თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს ჰოლანდიისა და გერმანიის 19-წლამდელები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ჰოლანდიის ნაკრების გამარჯებით 4:1 დასრულდა.

არადა, უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში იემენ ბარკოკმა 46-ე წუთზე გახსნა და გერმანია გაახარა. თუმცა, სულა ცოტა ხნით - ამის შემდეგ ჟოელ პიროეს ჯერი დადგა, რომელმაც 49-ე, 65-ე და 79-ე წუთებზე გაიტანა და მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა. საბოლოო ანგარიში ჯეი როი-გროტმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე დააფიქსირა.

ამავე ჯგუფში
მანამდე ინგლისის 19-წლამდელებმა ბულგარეთის თანატოლთა გუნდს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს.

- U19. ევროპის ჩემპიონატი: ინგლისმა ტურნირის უსწრაფესი გოლი გაიტანა

B ჯგუფში მეორე ტურის შეხვედრები 6 ივლისს გაიმართება. "მიხეილ მესხზე" ინგლისი და ჰოლანდია ითამაშებე, გორში კი გერმანია-ბულგარეთი დაპირისპირება შედგება.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული