თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს ჰოლანდიისა და გერმანიის 19-წლამდელები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ჰოლანდიის ნაკრების გამარჯებით 4:1 დასრულდა.
არადა, უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში იემენ ბარკოკმა 46-ე წუთზე გახსნა და გერმანია გაახარა. თუმცა, სულა ცოტა ხნით - ამის შემდეგ ჟოელ პიროეს ჯერი დადგა, რომელმაც 49-ე, 65-ე და 79-ე წუთებზე გაიტანა და მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა. საბოლოო ანგარიში ჯეი როი-გროტმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე დააფიქსირა.
ამავე ჯგუფში
- U19. ევროპის ჩემპიონატი: ინგლისმა ტურნირის უსწრაფესი გოლი გაიტანა
B ჯგუფში მეორე ტურის შეხვედრები 6 ივლისს გაიმართება. "მიხეილ მესხზე" ინგლისი და ჰოლანდია ითამაშებე, გორში კი გერმანია-ბულგარეთი დაპირისპირება შედგება.