U19. საქართველოს ნაკრებმა შვედეთს პირველ ტაიმში ორი გოლი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში მეორე ტურის შეხვედრას შვედეთის თანატოლთა ნაკრებთან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მართავს და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით 2:0 იგებს.

ანგარიში უკვე მე-3 წუთზე გიორგი კოხრეიძემ გახსნა, 31-ზე კი, ბრწყინვალე კონტრშეტევის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა.

მთლიანობაში, გიორგი ყიფიანის გუნდმა ბრწყინვალე ტაიმი ჩაატარა და შეიძლებოდა ანგარიში უფრო დიდიც ყოფილიყო. გატანის მშვენიერი შანსი ჰქონდა გიორგი არაბიძესაც, თუმცა ვერ გამოიყენა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
არაბიძე გაიყვანეთ მოედნიდან სანამ გვიან არ არის
თორნიკე
18:47 05-07-2017
0
არაბიძე ნამეტარს პროფესორობს
vako
08:44 06-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული