გიორგი ყიფიანი: პასუხისმგებლობას მთლიანად ჩემს თავზე ვიღებ!

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა ჩეხეთთან მარცხის (0:2) შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- U19: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ვერ გავიდა

"დღეს რთულ მატჩს ველოდით. ძალიან ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებოდით და პირველი ტაიმის ბოლოს გაშვებულმა გოლმა საქმე გაგვირთულა. ზოგადად, პირველი ტაიმი ჩეხების უპირატესობით წარიმართა  და ეს ყველაფერი ეწინააღმდეგებოდა ჩვენს მიერ დაგეგმილ სტრატეგიას. რამდენიმე გამონათების გარდა, პირველი ტაიმი ჩაგვივარდა...

ვიყოთ რეალისტები და ვთქვათ, რომ ჩეხეთმა გვაჯობა და დამსახურებულად მოიგო. ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას.

წინასწარ ვიცოდი, რომ არაბიძეზე და ჩაკვეტაძეზე დიდი
ყურადღება ექნებოდათ გამახვილებული და მაქსიმალურად ეცდებოდნენ მათ ჩაკეტვას, ამიტომ მეორე გეგმაც გვქონდა შემუშავებული, რომელიც პირველ ტაიმში არ გამოვიდა, მეორეში კი თქვენც ნახეთ, რომ ჩაკვეტაძეს და არაბიძეს რამდენიმე მომენტი ჰქონდა.

ვერ ვიტყვი, რომ ჩეხეთი ჩვენზე ძლიერი გუნდია. უბრალოდ, დღეს გვაჯობეს და ჩვენივე შეცდომების ხარჯზე მოგვიგეს. ჩვენს ფეხბურთელებს შეუძლიათ კარგი, დალაგებული ფეხბურთის თამაში, გულშემატკივართა გახარება და მათ ეს უკვე ვუთხარი. მომავალში, მათ სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების წარმატებაში შეუძლიათ წვლილის შეტანა.

მადლობა ქართველ გულშემატკივარს და ბოდიში, რომ დღეს სათანადოდ ვერ გამოვიყურებოდით. ჩვენი პროგრამა მინიმუმი ნახევარფინალში გასვლა იყო. სამწუხაროდ, ვერ გავედით და როგორც მწვრთნელი, საკუთარ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას.

ერთი იცოდეს გულშემატკივარმა: მწვრთნელები მიდიან და მოდიან, მაგრამ ფეხბურთელები ადგილზე რჩებიან და ქვეყნისთვის თამაშობენ. ამ მატჩის შემდეგ გასახდელში ბევრი ცრემლი იყო. გააგრძელეთ მათი მხარდაჭერა და კიდევ ბევრჯერ გაგახარებენ", - თქვა ყიფიანმა.
მკითხველის კომენტარები / 96 /
ბიჭოო! გავიგე რომ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ირებ? მაგრამ რას ნიშნავს ეგ ვერ გავიგე! თუ ჳღებ პასუხისმგებლობას, ადექი და გაა...ი მწვრთნელის თანამდებობიდან! არ ატეხეს სიტყვების რახარუხი! ეს კიდე და ის ტორპედოს მწვრტვნელი! არ გამოგდის, წადი და საქმე პროფესიონალს მიანდე! დროს ნუ კარგავ და სხვასაც ნუ აკარგვინებ, ჩაი...ვა ქართულმა ფეხბურთმა თქვენნაირების გამო!!!!
დემური
09 ივლისი 2017 21:52
0
ჯიღაური კვერკველია ხოჭოლავა ლეკვეხელიანი კუცია კვეკვესკირი ოქრიაშვილი ანანიძე ჩაკვეტაძე არაბიძე. მეკარე არ ვიცი. ეს ძირითადის ხალხია. ზამენაზე გვილია კაშია მჭედლიძე ქოჩორაშვილი.
kn
09 ივლისი 2017 21:38
0
ჯიღაური კვერკველია ხოჭოლავა ლეკვეხელიანი კუცია კვეკვესკირი ოქრიაშვილი ანანიძე ჩაკვეტაძე არაბიძე. მეკარე არ ვიცი. ეს ძირითადის ხალხია. ზამენაზე გვილია კაშია მჭედლიძე.
kn
09 ივლისი 2017 21:37
0
კუკური,16 სიტყვაში 8 შეცდომით დაწერე და სხვაზე ლაპარაკობ კიდევ?
კუკურის
09 ივლისი 2017 21:30
0
ფეხბურთი როგორ არ ითამაშეს მაგრამ არა ისეთი როგორიც გამარჯვებისთვის იყო საკმარისი.ისე დიდების თამაშზე დადის ხალხიდა ამათმა რა დააშავეს როცა ესენი უფრო კარგად გამოიყურებიან ყოველშემთხვევაში ლატვია ესტონეთებთან და მეთევზეებთან არაგებენ დიდებივით.
qutaiseli
09 ივლისი 2017 21:21
0
მწვრთნელს და ფეხბურთელებს მადლობა!!! წინ გამარჯვებებისაკენ!!! თუმცა "ბოღმის" ბუკეტებს რა "დააჭკნობს"...
tngh
09 ივლისი 2017 20:50
0
ამ კაცს მოგება უნდოდა?
reno
09 ივლისი 2017 20:30
0
რა ფეხბურთი აჩვენეს თუ ძმა ხარ. აბაშის "პიშევიკი", სახლში, აბაშაში რომ მიიღებს და გულშემატკივრების გუგუნზე რომ ეთამაშება მასზე ცოტა დონით მაღალ გუნდს, სწორედ ისეთი ფეხბურთი გვაჩვენეს ბიჭებმა. ყიფოს კი მწვრტნელობასთან რა ხელი აქვს, 11 ბატს ვერ მიანდობს კაცი.
ბიჯო ფრიდონა
09 ივლისი 2017 20:05
0
ჩაკვეტაძე ლეკვეხელიანი კუცია არაბიძე ქოჩორაშვილი. ყველანი ეროვნულ ნაკრებში უნდა ათამაშოთ ახლავე. არავითარ ასაკი.
lo
09 ივლისი 2017 20:01
0
კომენტარების დაბლოკვა თუ უშველის ქართულ ფეხბურთს დაბლოკეთ... ვაი თქვენს პატრონს...
maximus
09 ივლისი 2017 19:51
0

სიახლეები პოპულარული