"ევროსპორტი" ქართველზე: დაფიქრდით მასზე, ვინც ტრანსფერებზე ნადირობთ!

AutoSharing Option
"ევროსპორტი" საქართველოში დასრულებულ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს სისტემატურად და მაღალ დონეზე აშუქებდა.

ამ ტელეკომპანიის იტალიური ბიუროს საიტმა საქართველოს ნაკრებს მთელი წერილი მიუძღვნა.

ვფიქრობთ, ამ წერილის ფრაგმენტები აუცილებლად დაგაინტერესებთ, რადგან ევროპელებს მათთვის უცნობ ქართულ კლუბს აცნობენ და, ამავე დროს, ზოგადად ქართულ ფეხბურთსაც დადებითად წარმოაჩენენ...

საქართველოს მშვენიერი ნაკრების საიდუმლო
"კავკასიელებს ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლის ისტორიული შანსი ჰქონდათ, როცა შვედეთი დაამარცხეს. მათ წარმატებაში დიდი წვლილი თბილისის ერთ-ერთი საცხოვრებელი უბნის, "საბურთალოს" ექვსმა მოთამაშემ შეიტანა, რომლებიც ესპანური მენტალიტეტით გაზარდეს (იგულისხმება, რომ ამ კლუბის აკადემიაში ესპანელი სპეციალისტები მუშაობდნენ
- ავტ).

ამ სკოლამ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საკუთარი ნაკრები 6 მოთამაშით მოამარაგა და ისეთივე წარმატებული მუშაობის ნიმუშია, როგორიც - "პორტუსა" და "ჩელსის" აკადემიებია.

"ევროსპორტზე" ნაჩვენებ შეხვედრებში ყველაზე დიდი შთაბეჭდილება სწორედ ამ სამი გუნდის აღზრდილებმა მოახდინეს. პირველზე "პორტუს" აკადემიაა, რადგან ევროპის ჩემპიონატზე მისმა 8 ფეხბურთელმა ითამაშა, მეორეზე - "ჩელსი", რომელმაც ჭაბუკთა ევროფორუმზე 7 მოთამაშე მიავლინა, ხოლო მესამეზე - "საბურთალო".

ტანმორჩილი ვარსკვლავი, რომელმაც...
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა შვედეთის ძალიან ძლიერი გუნდი 2:1 დაამარცხა. ქართული გუნდის წევრია ტანმორჩილი ვარსკვლავი, რომელმაც გიგანტების - "ბაიერნისა" და "იუვენტუსის" მოთამაშეები ბანერის მიღმა გადააგდო.

ეჭვს არ იწვევს, რომ ქართველთა ამ სიმპათიური გუნდის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი გიორგი კოხრეიძეა, რომელსაც ყურადღება უკვე რამდენიმე ევროპულმა კლუბმა მიაქცია, მათ შორის - იტალიურებმაც.

მებრძოლი სახე, ეფექტური დრიბლინგები და უძლიერესი დარტყმა - ასეთი თვისებებით დაგვამახსოვრდა ეს თავდამსხმელი. თუ ის დაიხვეწა და დიდ მწვრთნელებთან იმუშავა, როგორებიც იტალიელი სპეციალისტები არიან, შეიძლება, ნამდვილ ჩემპიონად ჩამოყალიბდეს.

კოხრეიძე, რომელიც 19 წლისა 18 ნოემბერს გახდება, გოლის გატანისას იოლად გასცდა შვედეთის ნაკრების ორ მცველს - "იუვენტუსის" პრიმავერას წევრ მატიას ანდერსონსა და მიუნხენის "ბაიერნის" მოთამაშე ტომას იშერვუდს და ბურთი კარის ზედა კუთხეში მოათავსა.

გაინტერესებთ კოხრეიძის საბაზრო ღირებულება? - მხოლოდ 225 ათასი ევრო! ყოველ შემთხვევაში, ასე იყო შვედეთთან მატჩამდე. კარგად დაფიქრდით ამ ბიჭზე, ვინც ამ დღეებში სატრანსფერო გარიგებებზე ნადირობთ...

კოხრეიძის გარდა, "საბურთალომ" ჩემპიონატზე წარადგინა ფლანგის მცველები - ნიკა მალი და ლუკა ლაკვეხელიანი, გიორგი ქოჩორაშვილი (ეფექტური ნახევარმცველი), თომა ხუბაშვილი და ფლანგის შემტევი თემურ ჩოგაძე. ეს გუნდი 2015/16 წლების სეზონში იუნიორების ჩემპიონთა ლიგაშიც თამაშობდა.

"ეს პატარა კლუბი 1999 წელს ერთი მიზნით დაარსდა - საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის რაც შეიძლება დიდი რაოდენობით გაეზარდა კადრები. ახლა ეს კლუბი ამ ქვეყნის 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია.

ამავე დროს, აკადემია გუნდს მოთამაშეებით ეროვნულ ჩემპიონატშიც მაქსიმალურად ამარაგებს. ჩვენ "საბურთალოში" ვიმუშავეთ და იქ ესპანური მოდელი დავნერგეთ", - ამბობს მანოლო იერო, მადრიდის "რეალის" ყოფილი ვარსკვლავის, ფერნანდო იეროს ძმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატს ესწრებოდა.

გუნდი-აკადემია
"საბურთალო" ახალგაზრდული გუნდია, რომლის კაპიტანი, ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი 29 ივლისს 21 წლის გახდება. "საბურთალოში" ორი ვეტერანი მოთამაშეა, უპირატესობა კი ახალგაზრდებს ენიჭებათ. მათი უმრავლესობა მშვენივრად ლაპარაკობს ინგლისურად, რაც რამდენიმე წლის წინ კავკასიის რესპუბლიკებში იშვიათი მოვლენა იყო.

გუნდი-აკადემიის იდეა სულ უფრო პოპულარული ხდება ევროპაში, განსაკუთრებით - მის აღმოსავლეთ ნაწილში. ეს არის ის, რაც აერთიანებთ "საბურთალოს", უნგრეთში ფერენც პუშკაშის აკადემიას და რუმინეთში - გეორგე ჰაჯის "ვიტორულს".

"მთავარია, "საბურთალოს" ხარისხი ვრცელდება თითოეულ ვარჯიშზე. ეს არის პატარა, მაგრამ კარგად ორგანიზებული სტრუქტურა და ფეხბურთის სისტემა, რომელიც მოთამაშეს სწრაფი ზრდის საშუალებას აძლევს ადგილობრივ დონეზე და იმედია, ერთ მშვენიერ დღეს, ამ მუშაობის შედეგები საერთაშორისო ბაზარზეც გამოჩნდება", - ამბობს მანოლო იერო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
კაია ერთის მხრივ იმედია ყველა გუნდს ექნება აკადემია, მარა მეორე მხრივ ახალგაზრდა ფეხბურთელი აღარ დარჩება საქართველოში დდ
კაკო
27 ივლისი 2017 16:02
0
კოხრეიძე მართლა ძალიან პერსპექტიული ბიჭია,მაგრამ ნაკრების ამ მოდელში მისთვის თითქმის შეუძლებელი იყო გოლების გატანა.ფლანგებიდან ჩაწოდებული ბურთები ჰაერში მოდიოდა და ტანმაღალ მცველებთან მაღალ ბურთზე მას შანსი არ ჰქონდა,კარგი იქნებოდა მცველების ზურგს უკან თავისუფალ სივრცეში მიეცათ პასები,მაგრამ ჩეხები უკან დაწეულები თამაშობდნენ და სივრცე ჩაკეტილი იყო,ანაც ჩეხები წვრილი ფოლით შლიდნენ შეტევას.გიორგისათვის ალბათ იდეალური იქნება მაღალ ცენტფორვარდთან შეწყვილებით,ოდნავ მის უკანიდან თამაში.ერთია კიდევ ,რომ მასაც და დანარჩენებსაც კიდევ უზარმაზარი სამუშაო აქვთ ჩასატარებელი,რათა მოზრდილებში საჭირო პარამეტრებს მიაღწიონ და ძლიერ ევროპულ კლუბებში შესძლონ თამაშის წარმატებით გაგრძელება.
სოსო
27 ივლისი 2017 12:29
0
უფრო მეტი აკადემიებია საჭირო
კოლა
27 ივლისი 2017 09:43
0
ღმერთმა მსოფლიო დონეზე ათამაშოთ, მაგრამ ამდენი ქებით ბოლო ბოლო მიიღებთ მაქსიმუმ ჭანტურიას ურალში. არ გინდათ ქება, ხომ ხედავთ ცუდად მოქმედებს ახალგაზრდებზე. ნურც გალანძღავთ. მათ უნდა იცოდნენ რომ თავის საქმეს აკეთებენ.
haha
26 ივლისი 2017 20:00
0
dadevit am statiis originali.meki vici rom italiuri da pranguli sporti saubrobda mxolod ARABIDZEZE.
euhhh
26 ივლისი 2017 16:26
0
მართლაც კარგი თაობაა, მომავალში, თუ ფეისბუკზე სელფებით და ბარ-რესტორნებში გულაობით არ დაკავდებიან, ზოგიერთი მაღალ დონეზე ითამაშებს, დარწმუნებული ვარ. მე პირადად დავით სამურკასოვი მომეწონა ყველაზე მეტად, ეს ბიჭი, თუ არ აურია და ტალანტს ჯოჯოხეთურ შრომას დაუმატებს, მსოფლიო დონის საყრდენი ნახევარმცველი იქნება.
kutaisski
26 ივლისი 2017 16:14
0
ფეხბურთისადმი ასეთი მიდგომაა სწორი, აკადემია და ახალგაზრდული გუნდები. მეტი სათამაშო დრო ახალგაზრდებს ეროვნულ ჩემპიონატებში.
dave
26 ივლისი 2017 15:55
0
არ არის საჭირო სიტყვების ბრახა-ბრუხი. ამ ბიჭებს საჭირო კონდინციამდე ძალიან ბევრი სამუშაო აქვთ. კოხრეიძის ერთი გოლით არ წყდება მისი მაგარი ფეხბურთელობა.სხვასაც გაუტანია გოლი მაგრამ ესეთი ხოტბა არ შეგისხამთ.
kaxi
26 ივლისი 2017 15:39
0
დაფიქრდნენ არა კვატი.... ფულის გულისთვის ქართველები ბავშვებს იტაცებდნენ და ოსმალეთში და სპარსეთში ყიდიდნენ.ფეხბურთელის ასაკი დააფიქრებთ ზუსტად რა....
ზაზა
26 ივლისი 2017 15:10
0

სიახლეები პოპულარული