U21 საბრძოლო განწყობაზეა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები უკვე მეორე დღეა ავსტრიაში, ქალაქ ბლაიბერგში იმყოფება და ხვალიდან, ოთხთა ტურნირში ჩაებმება.

გაბელიას გუნდი ისრაელის, ალბანეთისა და რუმინეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

ხვალ, ახალგაზრდული ნაკრები ტურნირის პირველ შეხვედრას გამართავს და მისი მეტოქე ისრაელის ახალგაზრდული ნაკრები იქნება.

როგორც ნაკრები გუნდის მენეჯერმა – ლევან რამიშვილმა გვაცნობა, გუნდში შესანიშნავი განწყობაა, ყველა ჯანმრთელადაა და ხვალინდელი მატჩისთვის მონდომებით ემზადებიან. ნაკრებმა სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა მატჩისწინა ვარჯიში. გუნდს ამ საღამოს შეუერთდება მოლდოვას "ოლიმპიას" მცველი დავით კაკულია, რომელიც, სავარაუდოდ, ხვალინდელ მატჩში ვერ ითამაშებს, ვინაიდან გუნდთან
ერთად ჯერ არ უვარჯიშია.

საქართველოსა და ისრაელის ახალგაზრდული ნაკრებების დაპირისპირება ხვალ საღამოს, თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.


სფფ-ს პრესსამსახური




.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაკულია არ არის მცველი , ნახევარმცველია : ) შეასწორებთ ალბათ :)
tiziano crudeli
18:52 23-03-2011
0

სიახლეები პოპულარული