ლემონჯავას ნაკრებში თამაში თავად უთხოვია

AutoSharing Option
უკვე გამცნეთ, რომ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ავსტრიის ოთხთა ტურნირზე პირველი მატჩი ისრაელთან 0:2 წააგო და რომ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა 19 წლის აპოლონ ლემონჯავას, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და აქამდე საქართველოს არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არ უთამაშია.

ასე რომ, ჩვენთვის უცნობი იყო, საიდან მოხვდა ლემონჯავა გაბელიას გუნდში, მით უფრო, როგორ ითამაშა, როდესაც მის შესახებ მანამდე სიტყვაც არ თქმულა და გაფართოებულ სიაშიც არ იყო.

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, თავად ფეხბურთელს გამოუთქვამს სურვილი, რომ საქართველოს ღირსება დაეცვა.

რაც შეეხება ახალგაზრდულ ნაკრებს, მომდევნო
შეხვედრას 26 მარტს ალბანელებთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
დემე, ჩვენი ხარ!
სტადიონის ტერიტორიაზე შესვლისთანავე ყველას ვაცნობოთ: ზუსტად ჰიმნების მერე და თამაშის დაწყებამდე. პრაიმ თაიმია, ასე ვთქვათ.
1 სრული წუთი!
ახლავე ვიწყებთ ინფორმაციის გავრცელებას. ზუსტად ჰიმნების მერე: დე-მე-ტრა-ძე! დე-მე-ტრა-ძე! დე-მე-ტრა-ძე!..
1 სრული წუთი არ ვჩერდებით.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული