ნაკრები საფრანგეთშია და საფრანგეთისთვის მზადაა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები თბილისი-სტამბოლი-პარიზი-ნანტის ავიარეისით დანიშნულების ადგილამდე ჩაფრინდა და ელიტრაუნდის სასტარტო მატჩისთვის ემზადება.

კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი ნანტის სიახლოვეს დაბინავდა, დღეს კი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას ნანტის “ლა ბოჟუარზე” საფრანგეთის ნაკრებთან დაპირისპირებით დაიწყებს. შეგახსენებთ, ელიტრაუნდის ჯგუფებიდან სერბეთში გასამართ ფინალურ ეტაპზე მხოლოდ გამარჯვებულები გავლენ და, შესაბამისად, დღეს მარცხის
უფლება არ გვაქვს.

საფრანგეთი-საქართველოს მატჩი თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება და მას ბერძენ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება ანასტასიოს სიდიროპულოსის მეთაურობით.

ბუნებრივია, ჩვენი ნაკრები ხანგრძლივმა მგზავრობამ გადაღალა, მაგრამ ბიჭებმა ძალების აღდგენა უკვე მოასწრეს, ივარჯიშეს
კიდეც და სამწვრთნელო შტაბი დარწმუნებულია, რომ ფრანგების წინააღმდეგ გუნდი სრულად დაიხარჯება. ბაჩანა არაბულის არყოფნას დიდ დანაკლისად მიიჩნევენ, მაგრამ მისი სრულფასოვნად შეცვლის იმედი მაინც აქვთ.

უკვე ნაკრებთან ერთადაა ორი ლეგიონერი - მიუნხენის “ბაიერნის” საყრდენი ლუკას ჰუფნაგელი და ბელგიური “ბეერსხოტის” თავდამსხმელი ნიკა ტარყაშვილი.






.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდით, ბიჭებო, მიაწექით! სანერვიულო არაფერია. მაგრები ხართ. მოუსმინეთ მწვრთნელს, შეასრულეთ დავალებები მშვიდად, მუდმივად იფიქრეთ იმაზე, რასაც აკეთებთ და შედეგი მოვა.
დემე ჩვენი სიხარულია! იყო და იქნება!
26-ში ეგრევე ჰიმნების მერე ვიწყებთ: დე-მე-ტრა-ძე! დე-მე-ტრა-ძე! დე-მე-ტრა-ძე!..
1 სრული წუთი არ ვჩერდებით.
ყველა მართალ კაცს გაუმარჯოს!
dato
15:16 25-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული