17-წლამდელებმა ბელარუსთანაც წააგეს

AutoSharing Option
გუშინ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის თეორიული შანსი დაკარგა. კობა ჟორჟიკაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მეორე მატჩიც წააგო, ამჯერად ბელარუსთან - 0:1. ერთადერთი გოლი 23-ე წუთზე პაველ სავიცკიმ გაიტანა, შესვენების შემდეგ კი, გათანაბრების შანსი დუდუ ზივზივაძეს ჰქონდა, მაგრამ მეკარემ აჯობა.

ისიც სათქმელია, რომ თბილისში დაშავებული ბაჩანა არაბულის გარდა, გუნდს ტრავმის გამო ცენტრალური მცველი და კაპიტანი ნიკა სანდოხაძეც ვერ ეხმარება. მის არყოფნაში კი კაპიტანი მეკარე გაბრიელ თებიძე იყო.

U17. ევრო 2011. ელიტ-რაუნდი. VI ჯგუფი.
ბელარუსი 1:0 საქართველო (1:0)
ბელარუსი: ფრანცკევიჩი,
შაცლუცკი, ფომინი (70. ზილი), სავიცკი, კოზლოვსკი, ბელიავსკი (80+3. მილიაჩენკო), კომაროვი (54. რასადკინი), ზატენკო, კარპოვიჩი, ლუკიანჩუკი, დუგელი.
მწვრთნელი: ვალენტინ მიხეევი.
საქართველო: თებიძე, მთივლიშვილი, ცნობილაძე, ჭიღვარია, მონიავა, გოგიჩაიშვილი (51. ექვთიმიშვილი), ჰუფნაგელი, ენდელაძე, სამუშია, ტარყაშვილი (41. მარკოზაშვილი), ფანცულაია (41. ზივზივაძე).
მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი.
გოლი: 1:0 სავიცკი (23).
გაფრთხილება: მონიავა (2), დუგელი (55), ცნობილაძე (66), შაცლუსკი (80+4), სამუშია (80+4).
არბიტრი: ანასტასიოს სიდუროპულოსი (საბერძნეთი).

მეორე მატჩში ნორვეგიამ საფრანგეთთან 2:2 ითამაშა და ბურთების უკეთესი სხვაობით ჯგუფში პირველ ადგილზე წამოსკუპდა.

ჩვენი ნაკრები ბოლო შეხვედრას ნორვეგიასთან 30 მარტს გამართავს, მაგრამ ეს მხოლოდ პრესტიჟის მატჩი იქნება.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული