17-წლამდელები შეკრებაზე ხვალ მიემგზავრებიან. გუნდის მთავარ მწვრთნელს თან 19 ფეხბურთელი მიჰყავს, რომელთა შორის, რამდენიმე ახალი სახეა. ვასილ მაისურაძის თქმით, ახლადგამოძახებულ ფეხბურთელებს ის, სწორედ, ამ შეკრებაზე დააკვირდება.
ზუგდიდურ შეკრებაზე წამსვლელთა სია კი, ასეთია:
გიორგი გელბახიანი, ალექსანდრე ადამია, გიორგი აბურჯანია, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა დვალი, ალექსანდრე ჩაკვეტაძე, ცოტნე ქებურია, ილია კერძევაძე, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, ოთარ კაკაბაძე, თორნიკე მაჭავარიანი, სანდრო გურეშიძე, ივანე წილოსანი, ნიკოლოზ ახვლედიანი, გიორგი თევზაძე, გიორგი როსტიაშვილი, ალექსანდრე მზევაშვილი, დავით მაკარაძე,
ყაზახეთში, "პრეზიდენტის თასზე" საასპარეზოდ, U17 23 აპრილს გაემგზავრება.
შეგახსენებთ, რომ ამ საერთაშორისო ტურნირში, საქართველოს გარდა, მონაწილეობას კიდევ შვიდი ქვეყნის – უკრაინის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანის, უზბეკეთისა და ყაზახეთის ასაკობრივი ნაკრებები მიიღებენ. ასპარეზობა 26 აპრილს აიღებს სტარტს.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
.