შვედეთში 14-წლამდელებიც წავლენ

AutoSharing Option
საქართველოს 13-წლამდელთა ნაკრების სტოკჰოლმის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა დიდი ხნის წინ გადაწყდა, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ იქ ჩვენი 14-წლამდელებიც იასპარეზებენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ნოდარ აკობიას გუნდი ზუგდიდის "ბაიას" ბაზაზე შეკრებას შეუდგა. იქვე ვარჯიშობენ გოჩა ტყებუჩავას 13-წლამდელებიც.

შვედეთში ტურნირი 27 აპრილს დაიწყება, აკობიამ კი ნაკრებში შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:

ნიკოლოზ შაფათავა, ბექა ქურდაძე, გიორგი გალდავაძე, დემურ ჩომახიძე, ვასილ კაციტაძე, ირაკლი კომახიძე, გიორგი თვარაძე, რატი კაკიაშვილი, გურამ გოშთელიანი, ნიკა ქორიძე, ვატო არველაძე, ნიკა ლაშხია, გიორგი ბერიძე, გიორგი ჯობავა, ზაურ ჟღენტი,
დიმიტრი თუთბერიძე, ოთარ გოშაძე, ბექა მიქელთაძე, გიორგი წივილაშვილი, ნიკოლოზ კევლიშვილი, გიორგი სადღობელაშვილი, გიორგი ადამია.








.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული