მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში სომხებმა გახსნეს, მაისურაძის გუნდს უდიდესი სათამაშო უპირატესობა ჰქონდა. მეტოქეთაგან გოლები ვარდან ბაკალიანმა (8 წთ), ედგარ არუთინიანმა (68 წთ) და ჰამლეტ ასოიანმა (72 პენ) გაგვიტანეს.
მატჩში დუბლი შეასრულა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა დავით მაკარაძემ. ის თერთმეტმეტრიანი კი, რომელიც ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა
საქართველოს ნაკრებმა მატჩი ათი კაცით ჩაამთავრა. 72-ე წუთზე, უხეში თამაშისთვის მსაჯმა მოედნიდან ნიკა ჭანტურია გააძევა და ჩვენს კარში პენალტი დანიშნა.
მატჩის სტატისტიკური მონაცემები ასეთია:
საქართველო U17: ადამია, გაბაძე, დვალი (ალ.გურეშიძე), გ.გურეშიძე, ჭანტურია, აბურჯანია (კაპ) (მელიქიძე), ჭეჭელაშვილი, ახვლედიანი (წილოსანი), კერძევაძე (როსტიაშვილი), მზევაშვილი (კაკაბაძე), მაკარაძე (ნიკურაძე)
გოლები: აბურჯანია (26), მაკარაძე (36, 43), ახვლედიანი (45), ჭეჭელაშვილი (50 პენ)
გაძევება: ჭანტურია (72)
ჯგუფის მეორე შეხვედრაში, უკრაინის ნაკრებმა თურქებს 2:1 მოუგო.
ქართველი 17-წლამდელები კი, მომდევნო შეხვედრას ხვალ, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი კვლავ დილის 10:00 საათზე დაიწყება.
სფფ-ს პრესსამსახური