17–წლამდელები გადამწყვეტ ბრძოლაში დამარცხდნენ

AutoSharing Option
დღეს, საქართველოს 17–წლამდე ნაკრებმა გუნდმა ასტანაში, "პრეზიდენტის თასის" გათამაშების საერთაშორისო ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი გამართა უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ და 0:1 დამარცხდა.

ბოლოსწინა ტურამდე, ჯგუფში მდგომარეობა საკმაოდ დაიძაბა. ოთხივე გუნდმა (საქართველო, სომხეთი, თურქეთი, უკრაინა) ქულათა ერთნაირი რაოდენობა დააგროვა. თუმცა, ბურთების უკეთესი სხვაობით, პირველ ადგილზე საქართველოს ნაკრები იყო. ასე რომ, ბოლო ტურის ორივე შეხვედრას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა.

მატჩის პირველი ტაიმი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და ფრედ – 0:0 დასრულდა. ქართველებმა კარის მშრალად შენახვა 65–ე წუთამდე შეძლეს. სწორედ, ამ დროს გაგვიტანა მეტოქემ
გოლი.

საქართველო U17: ადამია, გაბაძე, ჭანტურია, მელიქიძე, აბურჯანია (კაპ) (ნიკურაძე 64), ჭეჭელაშვილი, ახვლედიანი, კაკაბაძე, როსტიაშვილი (კერძევაძე 56), მზევაშვილი (წილოსანი 60), მაკარაძე

რაც შეეხება გაშვებულ გოლს, უკრაინელებმა გამარჯვების მომტანი ბურთი ადამიას კარში კონტრშეტევიდან გაიტანეს. როგორც ნაკრები გუნდის მენეჯერმა – დავით დათუნაშვილმა გვაცნობა, მოედნის ცენტრში ტრავმა მიიღო გიორგი აბურჯანიამ (კუნთი დაეჭიმა); სწორედ, ამ დროს აგვართვა ბურთი მეტოქემ და შეტევა გოლით დააგვირგვინა. ტრავმირებული აბურჯანია კი, შესაცვლელი გახდა.

ქართველ 17–წლამდელებს 3–4 ასპროცენტიანი საგოლე მომენტიც ჰქონდათ. ამათგან, აღსანიშნავია ვანო წილოსანისა და ილია კერძევაძის საგოლე შეტევები. კერძევაძეს, სულაც მატჩის უკანასკნელ წუთზე შეექმნა ასპროცენტიანი მომენტი, როცა ქართველი თავდამსხმელი ერთი–ერთზე დარჩა უკრაინელთა გოლკიპერთან და კარშიც დაარტყა, თუმცა, ბურთი პირდაპირ მეკარეს მოარტყა.

მეტოქეებთან შედარებით, კვლავ გაგვიჭირდა ფიზიკურად, რაც, ქართული გუნდების ჯერაც გადაუჭრელი და ყველაზე თვალშისაცემი პრობლემაა.

ასე რომ, ახლა სომხეთისა და თურქეთის ნაკრებ გუნდებს შორის შეხვედრა გადაწყვეტს, საბოლოოდ, ჯგუფში ვინ რომელ ადგილს დაიკავებს.

30 აპრილს, ვასილ მაისურაძის გუნდს კიდევ ერთი შეხვედრის გამართვა მოუწევს მე–5

მე–6 ადგილებისათვის. ქართველთა მეტოქის ვინაობა ჯერ არ გარკვეულა, ვინაიდან, მეორე ჯგუფის თამაშები მოგვიანებით იწყება.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული