ახლახან ორივე გუნდმა შვედეთში, უეფას ექსპრეზიდენტ ლენარტ იუჰანსონის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზა, სადაც უფროსები თავის ასაკში ჩემპიონები გახდნენ, უმცროსებმა კი მესამე ადგილი დაიკავეს.
ორივე მწვრთნელმა დასაწყისში მწუხარება გამოთქვა შვედეთში ლეგენდარული ქართველი მეკარის, სერგო კოტრიკაძის გარდაცვალების გამო, რის შემდეგაც ტურნირის პერიპეტიები გაიხსენეს. ჩვენი გუნდების შვედურ ასპარეზობას ყოველდღიურად ვაშუქებდით და დეტალების გახსენებით თავს აღარ შეგაწყენთ.
აკობიამ საკუთარი გუნდიდან ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი
რამდენიმე ქართველი ყმაწვილის გვარი ცნობილი ევროპული კლუბების სკაუტებს ჩაუნიშნავთ, რომელთა შორის "მილანისა" და "იუვენტუსის" წარმომადგენლებიც არიან.
28 მაისიდან 6 ივლისის ჩათვლით კი საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები ჰოლანდიაში, უტრეხტის საერთაშირისო ტურნირში იასპარეზებს. უტრეხტამდე აკობიას გუნდი არნემში ჩავა, სადაც ვიტესელ თანატოლებთან ორ მატჩს ჩაატარებს.
ტყებუჩავამ კმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ მის ფეხბურთელებს პროფესიული თვისებები უყალიბდებათ. ქართველ 14-წლამდელებს ნახევარფინალში განცდილი მარცხი ძალიან განუცდიათ, რაც მწვრთნელებს სასიკეთო ნიშნად მიაჩნიათ. ტყებუჩავამ ისიც აღნიშნა, რომ ამ ასაკში ახალი კადრების ძიებას აგრძელებს და ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებებს არ გამორიცხავს.