19-წლამდელთა ნაკრები უპრაქტიკოდაა

AutoSharing Option
სხვა ასაკობრივი ნაკრებებისგან განსხვავებით, საქართველოს 19-წლამდელთა ახალი ფორმაციის ნაკრებს არსებობა, ფაქტობრივად, არ დაუწყია.

გუნდს, რომელიც გიორგი დევდარიანს ჩააბარეს, ჯერ ერთი ამხანაგური მატჩიც კი არ ჩაუტარებია, არადა, 19-წლამდელებს შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი რაუნდი ელით - 11-16 ნოემბერს თურქეთში ვითამაშებთ, სადაც ჩვენი მეტოქეები, მასპინძელთა გარდა, პოლონეთი და ლუქსემბურგი იქნებიან.

როგორც შევიტყვეთ, გაზაფხულზე ჩვენი ნაკრების ავსტრიულ ტურნირზე გამგზავრება იგეგმებოდა, მაგრამ ტურნირი ჩაიშალა. ასე რომ, დევდარიანს გუნდის მოსამზადებლად არცთუ დიდი დრო რჩება და იმედია, ეს პერიოდი მაინც იქნება ნაყოფიერად გამოყენებული.

ნაკრების შემადგენლობა უკვე გამოკვეთილია.
დევდარიანს იმ 17-წლამდელებიდან, რომლებმაც მარტში ელიტრაუნდში ითამაშეს, თავისი გუნდის რეალურ კანდიდატებად მიაჩნია ნიკა სანდოხაძე, გურამ სამუშია, ლუკას ჰუფნაგელი და გოგი გოგიჩაიშვილი. გამოჯანმრთელების შემდეგ ნაკრებს, ალბათ, ბაჩანა არაბულიც შეუერთდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული