"დიდი ხანია, საზარდული მტკივა. კლუბის ექიმი ფიქრობდა, რომ სერიოზული ტრავმა არ იყო, ამიტომ უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურში კიევის "დინამოსთან" შეცვლაზე შესვლამდე გამაყუჩებელი გამიკეთა. მაგრამ ტკივილმა ისე შემაწუხა, მალევე გამომცვალეს.
დღეს ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე მაინც გამოვცხადდი და მთავარ მწვრთნელ ოთარ გაბელიას ვუთხარი, რაც მჭირდა - სამწუხაროდ, ასეთ მდგომარეობაში ხორვატიასთან ვერ ვითამაშებ. სავარაუდოდ, 25 დღე დავისვენებ და მხოლდო ამის შემდეგ
რაც შეეხება მის კარიერას, ჯერ თავადაც არ იცის, ახალი სეზონიდან სად ითამაშებს: "კლუბის ხელმძღვანელობას "გაგრადან" ჩემი გამოსყიდვა და ორწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს, მაგრამ მე ევროპაში ან უკეთეს კლუბში თამაში მსურს და კონკრეტული შეთავაზებებიც არის".