10:1 შუააზიელებთან და ესპანური ბარიერი

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ბაქოში "კასპიის თასი" წარმატებით დაიწყო. ვასილ მაისურაძის გუნდმა პირელ მატჩში ყაზახი თანატოლები 5:1 გაანადგურა, მეორეში კი ტაკიჯებს კიდევ უფრო სოლიდურად, 5:0 სძლია.

პირველ შეხვედრაში ანგარიში ყაზახეთის ნაკრებმა გახსნა 26-ე წუთზე, მაგრამ ქართველებმა უპირატესობა მალევე იგდეს ხელთ და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს. ახვლედიანისა და მზევაშვილის გოლებით პირველი ტაიმი 2:1 მოვიგეთ, მეორე ნახევარში კი თავი მაჭავარიანმა, მზევაშვილმა და მელიქიძემ გამოიჩინეს.

საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთთან ამ შემადგენლობით ითამაშა: ადამია, გაბაძე, ჩაკვეტაძე, ჭანტურია, გოროზია, ჭეჭელაშვილი (მელიქიძე), ცინცაძე (მაჭავარიანი), ახვლედიანი, პაპუნაშვილი (მაკარაძე), კაკაბაძე
(დარციმელია), მზევაშვილი.

ტაჯიკეთთან მატჩში კი კვლავ დუბლი შეასრულა ალეკო მზევაშვილმა, თითო გოლი კი ჭეჭელაშვილის, კაკაბაძისა და დარციმელიას ანგარიშზეა.

ტაჯიკებთან მაისურაძემ ეს ფეხბურთელები გაამწესა: ადამია, გუგუშვილი, ჩაკვეტაძე, მელიქიძე, გოროზია (ჭანტურია), ცინცაძე (ჭეჭელაშვილი), მაჭავარიანი, ახვლედიანი (პაპუნაშვილი), მაკარაძე, წილოსანი (დარციმელია), მზევაშვილი (კაკაბაძე).

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ ჩვენს ჯგუფში ასეთი მდგომარეობაა:

1. ესპანეთი 2 2 0 0 14-0 6
2. საქართველო 2 2 0 0 10-1 6
3. ტაჯიკეთი 2 0 0 2 0-11 0
4. ყაზახეთი 2 0 0 2 1-13 0

ჯგუფების გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან. მეორე ჯგუში მასპინძელი აზერბაიჯანი, თურქეთი, უზბეკეთი და ყირგიზეთი თამაშობენ. ბოლო ტურში, რომელიც ხვალ გაიმართება, საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ბიჭებო მასე გააგრძელეთ!!!
tornikeusi
15:06 13-06-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული