U17: ქართველები მეოთხეს დასჯერდნენ

AutoSharing Option
ბაქოში "კასპიის თასის" გათამაშება დასრულდა. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები, რომელმაც ჯგუფური ეტაპი ესპანეთთან ფრითა და მეორე ადგილით დაასრულა, მესამე ადგილისთვის მასპინძელ აზერბაიჯანს დაუპირისპირდა.

მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. აზერბაიჯანელები მე-8 წუთზე თერთმეტმეტრიანით დაწინაურდნენ, 26-ეზე კი თორნიკე მაჭავარიანმა გაათანაბრა. ძირითად დროში გოლი აღარ გასულა და საქმე პენალტების სერიაზე მიდგა, სადაც ქართველებმა სამი დარტყმა გააფუჭეს და მასპინძლებმა 3:0 გაიმარჯვეს.

ვასილ მაისურაძის გუნდმა ამ შემადგენლობით ითამაშა: ადამია, გაბაძე, ჩაკვეტაძე, მელიქიძე, ჭანტურია, ცინცაძე, ჭეჭელაშვილი, ახვლედიანი, დარციმელია (მზევაშვილი), გუგუშვილი (მაკარაძე), მაჭავარიანი (პაპუნაშვილი).

ტურნირი თურქეთის ნაკრებმა მოიგო,
რომელმაც ფინალში ესპანეთს პენალტების სერიით სძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული