შოთამ, ჩამოდით, ვითამაშოთო

AutoSharing Option
შოთა არველაძის "კაისერისპორი", რომელმაც ახლახან ზურაბ ხიზანიშვილი დაიმატა, 15 ივლისს საკუთარ სტადიონზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ამხანაგურად უმასპინძლებს.

ქართველი ახალგაზრდების დამრიგებელმა ოთარ გაბელიამ გვითხრა, რომ მატჩისწინა შეკრებას არ გეგმავს.

"ნაკრების კანდიდატების ნაწილი ევროთასებზე ითამაშებს ან კლუბებში სეზონისთვის ემზადებიან და შეკრების მოწყობა გაუმართლებელი იქნებოდა. ამიტომ ასე გადავწყვიტთ - გუნდი 14 ივნისს შეიკრიბება და თურქეთში გავემგზავრებით. შეხვედრა 15 ივნისს არის დანიშნული და იმავე დღეს უკან გამოვბრუნდებით.

გამიხარდა, მატჩის გამართვა თავად შოთა არველაძემ რომ შემოგვთავაზა. შესაძლოა, ევროთასებზე გასული გუნდების წევრები არ გამოვიძახოთ, სამაგიეროდ, იმ
ბავშვებზე დაკვირვების შანსი გვეძლევა, რომლებიც 60-კაციან სიაში არიან და აქამდე ვერ ვნახეთ. ცხადია, მათაც მოვიწვევთ, რომლებიც ევროთასებზე არ თამაშობენ. თურქეთში 18 ფეხბურთელს წავიყვანთ, საბოლოო სიას კი სამ დღეში დავასახელებ", - გვითხრა გაბელიამ.

ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი იმედოვნებს, რომ შემდეგ საკონტროლო შეხვედრამდე, რომელიც 10 აგვისტოს მოლდოვასთან კიშინიოვში გაიმართება, მორიგ ორმხრივ შეხვედრასაც ჩაატარებს და კანდიდატებს კიდევ ერთხელ დააკვირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული