გიორგი დევდარიანის გუნდმა საწვრთნელი შეკრება 17 ივლისს დაიწყო და დღეს, 23 ივლისს დაასრულა. 19-წლამდელთა დამრიგებელმა, ბოლო ვარჯიში საგურამოს ბაზაზე, დღეს დილით გამართა. ხვალ გამთენიას კი, გუნდი უკვე ირლანდიაში გაემგზავრება.
გიორგი დევდარიანის განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები იქნებიან:
მეკარეები: დავით ლეგაშვილი ("სასკო"), რობერტ იმერლიშვილი ("ზესტაფონი")
მცველები: გიორგი კალანდია ("ვიტ ჯორჯია"), ნიკა სანდოხაძე ("დინამო" თბილისი), არჩილ ტვილდიანი ("დინამო" თბილისი), მალხაზ გაგოშიძე ("ზესტაფონი"), ოთარ დოლიძე
ნახევარმცველები: მერაბ გიგაური ("ტორპედო" ქუთაისი), ალექსანდრე რეხვიაშვილი ("დინამო" თბილისი), ლაშა შინდაგორიძე ("ორჰუსი", დანია), ლაშა პარუნაშვილი ("დინამო" თბილისი), ვარლამ კილასონია ("სპარტაკი", ცხინვალი), გიორგი პაპავა ("დინამო" თბილისი)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია ("სასკო"), ბუბა რუხაძე ("დინამო" თბილისი)
აქვე, შეგახსენებთ საქართველოს 19-წლამდელთა თამაშების გრაფიკს ირლანდიურ ტურნირზე.
25 ივლისი
საქართველო ვს მექსიკა
27 ივლისი
საქართველო ვს ჩრდ.ირლანდია
29 ივლისი
ფლეი-ოფები და ფინალური მატჩი
ტურნირის მიმდინარეობისას, საშუალება გექნებათ გაეცნოთ 19-წლამდელების ასპარეზობასთან დაკავშირებულ ყველა სიახლეს სფფ-ის ოფიციალურ საიტზე.
სფფ-ის პრესსამსახური