19–წლამდელთა ნაკრებმა მექსიკა დაამარცხა

AutoSharing Option
დღეს, 26 ივლისს ბელფასტში დაიწყო საერთაშორისო ტურნირი - "Milk Cup"- ის გათამაშება, სადაც საქართველოს 19-წლამდელთა ეროვნული ნაკრებიც ასპარეზობს.

გიორგი დევდარიანის გუნდმა ასპარეზობა წარმატებით დაიწყო და სადებიუტო შეხვედრაში, სტადიონ "რიადაზე" მექსიკის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ანგარიში 25-ე წუთზე ალექსანდრე რეხვიაშვილმა გახსნა ზუსტი საჯარიმო დარტყმით. ტაიმიც სწორედ ასე დასრულდა - 1:0 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. მატჩის მეორე ნახევრის 65-ე წუთზე, იმავე რეხვიაშვილმა მეორედ აიღო მექსიკელთა კარი და ანგარიში უფრო დამაჯერებელი გახადა - 2:0. მატჩის დამატებულ წუთებზე კი, მექსიკელებმა მაინც შეძლეს ერთი ბურთის გაქვითვა,
თუმცა, მეტი ვეღარაფერი გააკეთეს და დევდარიანის ფეხბურთელებმა ტურნირზე პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმეს - 2:1.

დღის სხვა შეხვედრებში, ტურნირის შარშანდელმა გამარჯვებულმა - აშშ-ს გუნდმა 2:0 სძლია ისრაელის ნაკრებს. ირლანდიელებმა კი, ფრე - 1:1 ითამაშეს დანიელებთან.

ქართველი 19-წლამდელები მომდევნო შეხვედრას 27 ივლისს, მასპინძელთა გუნდთან გამართავს და სატურნირო თვალსაზრისით, ეს მატჩი უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება.

მატჩების დაწყებამდე, ტურნირის საზეიმო გახსნა გაიმართა და დიდი მსვლელობა-აღლუმი მოეწყო ქალაქის ქუჩებში. აღსანიშნავია, რომ ტურნირს წამყვანი ბრიტანული მედიასაშუალებები აქტიურად აშუქებენ.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული