17–წლამდელები პალანგას ტურნირისთვის ემზადებიან

AutoSharing Option
დღეს საღამოს, საწვრთნელ შეკრებას იწყებს საქართველოს 17–წლამდელთა ნაკრები გუნდი. ვასილ მაისურაძე თავის ფეხბურთელებს პალანგას საერთაშორისო ტურნირისთვის მოამზადებს, რომელიც ლიტვაში, 22–28 აგვისტოს გაიმართება.

პალანგას ტურნირი ტრადიციულია და წელს უკვე მეთვრამეტედ ტარდება. საქართველოს ნაკრები კი, ამ ტურნირის მუდმივი სტუმარია. ყველაზე დიდ წარმატებას ქართულმა გუნდმა 2009 წელს მიაღწია, როცა გიორგი დევდარიანის გაწვრთნილებმა პირველი ადგილი დაიკავეს.

წელს, ტურნირში მონაწილეობენ: ლიტვის, ლატვიის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ყაზახეთის. მოლდოვას და საქართველოს 17–წლამდე ნაკრები გუნდები.

საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა აზერბაიჯანის, ლატვიისა და ბელარუსის გუნდებთან ერთად. A ჯგუფში
კი, შესაბამისად, ლიტვა, მოლდოვა, ყაზახეთი და უკრაინა არიან.

ჩვენი ნაკრების თამაშების განრიგი ასეთი იქნება:

23 აგვისტო
ლატვია – საქართველო (თბილისის დროით 13:30 საათი)
24 აგვისტო
საქართველო – აზერბაიჯანი (თბილისის დროით 14:00 საათი)
26 აგვისტო
საქართველო – ბელარუსი (თბილისის დროით 14:00 საათი)

ფინალური მატჩები კი, 27 აგვისტოს გაიმართება.

ლიტვაში გამგზავრებამდე, 17–წლამდელები გლდანის ოლიმპიური რეზერვების ცენტრში დაბინავდებიან და იქვე, "ამერის" სტადიონზე ივარჯიშებენ.

დღეისათვის, ვასილ მაისურაძემ შეკრებაზე გუნდის გაფართოებულ შემადგენლობას უხმო, რომელთაგანაც, ამ დღეების განმავლობაში, პალანგაში წასაყვან შემადგენლობას ამოარჩევს.

გთავაზობთ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის სრულ სიას:

ალექსანდრე ადამია ("მეტალურგი", რუსთავი), ნიკოლოზ შერმადინი ("მეტალურგი", რუსთავი), გიორგი გაბაძე ("ლოკომოტივი", თბილისი), ნიკოლოზ ჭანტურია ("ლოკომოტივი", თბილისი), ალექსანდრე გურეშიძე ("დინამოს აკადემია"), ალეკო ჩაკვეტაძე ("მეტალურგი", რუსთავი), გიორგი გოროზია ("ლოკომოტივი", თბილისი), მათე ცინცაძე ("ლოკომოტივი", თბილისი), ნიკოლოზ ახვლედიანი ("ბაია", ზუგდიდი), გიორგი აბურჯანია ("მეტალურგი", რუსთავი), ბექა მელიქიძე ("მეტალურგი", რუსთავი), დავით მაკარაძე ("სულაქველიძის აკადემია"), ოთარ კაკაბაძე ("დინამოს აკადემია"), ჭიაბერ ჭეჭელაშვილი ("დინამოს აკადემია"), ვანო წილოსანი ("დინამოს აკადემია"), ალეკო მზევაშვილი ("ოლიმპი", თბილისი), დავით დარციმელია ("ლოკომოტივი", თბილისი), ამირან გუგუშვილი ("ლოკომოტივი", თბილისი), თორნიკე მაჭავარიანი ("დინამოს აკადემია"), ლაშა დვალი ("მეტალურგი", რუსთავი), გიორგი როსტიაშვილი ("გაგრა", გაგრა), გიორგი პაპუნაშვილი ("მეტალურგი", რუსთავი), ალექსანდრე სარიშვილი ("დინამო" თბილისი), რომან ჭანტურია ("ლოკომოტივი", თბილისი), მერაბ ნიკურაძე (35–ე სკოლა), ბექა ტყემალაძე ("ლოკომოტივი", თბილისი), ილია კერძევაძე ("მეტალურგი", რუსთავი)

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული