U17-მა პალანგაში ლატვიასთან მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
ლატვიის საკურორტო ქალაქ პალანგაში დღეს, 23 აგვისტოს დაიწყო ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი 17-წლამდე ფეხბურთელთა შორის.

საქართველოს 17–წლამდე ნაკრებმა ტურნირის სადებიუტო შეხვედრაში 3:2 დაამარცხა მასპინძელთა გუნდი. ვასილ მაისურაძემ ჩვენი გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:

ადამია, გუგუშვილი (გაბაძე 82), ჩაკვეტაძე (ნ.ჭანტურია 40), დვალი, გოროზია, აბურჯანია (კაპ) (ცინცაძე 75), ჭეჭელაშვილი, ახვლედიანი (მზევაშვილი 40), მაჭავარიანი, პაპუნაშვილი, დარციმელია (რ.ჭანტურია 50)

გოლები: ახვლედიანი (24), მზევაშვილი (48), რ.ჭანტურია (71)
გაფრთხილება: გოროზია

რაც შეეხება ლატვიელთა გოლებს, ტურნირის მასპინძლებმა ორივე ბურთი სტანდარტული მდგომარეობებიდან გაგვიტანეს 32–ე და 53–ე წუთებზე.

ხვალ, 24 აგვისტოს,
ქართველი 17-წლამდელები ჯგუფის მეორე შეხვედრას გამართავენ და მათი მეტოქე აზერბაიჯანის ნაკრები იქნება.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
მეც პაპუნაშვილი ვარ და მიხარია ამ გვარის ფეხბუთელის გამოჩენა ნაკრებში. მიდი მიაწექი პაპუნ.
giorgi
18:07 23-08-2011
0
მგლები ხართ ბიჭებო!
geosochi
16:05 23-08-2011
0

სიახლეები პოპულარული