თებრიზ გასანოვი: ქართველებთან სომეხი მსაჯის გამო დავმარცხდით

AutoSharing Option
აზერბაიჯანის 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თებრიზ გასანოვმა საქართველოსთან მარცხზე კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ვასილ მაისურაძის ფეხბურთელებმა აზერბაიჯანელი თანატოლები ლიტვის ქალაქ პალანგაში გამართული საერთაშორისო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე 2:1 დაამარცხეს.

"თამაში უმაღლეს დონეზე წარიმართა. გამარჯვების შანსი გვქონდა. თუმცა სომეხი წარმოშობის ლაინსმენის მიკერძოებულმა მსაჯობამ და მისმა შეცდომებმა ჩვენს დამარცხებაში დიდი როლი ითამაშა. ჩვენი მოთამაშის მიერ მიღებული წითელი ბარათი მსაჯის შეცდომას მოჰყვა", - თქვა გასანოვმა.

მომზადებულია azerisport.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული