ოთარ გაბელიას გუნდის მეტოქე უკვე საქართველოშია და 30 აგვისტოს, საღამოს ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა კიდეც.
ესპანელთა მწვრთნელის, ლუის მილიას შეგირდებმა მოთელვისა და მსუბუქი დატვირთვის შემდეგ ორკარაც ითამაშეს. ესპანელთა დელეგაციის წევრები კმაყოფილნი დარჩნენ მოედნის საფრის მდგომარეობით.
სტუმრების ვარჯიშმა ზესტაფონელ გულშემატკივართა დიდი ინტერესი გამოიწვია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"