ახალგაზრდულ ნაკრებს ესპანეთი მასპინძლობს

AutoSharing Option
ქუთაისში ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან 2:7 წაგების შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ესპანეთში გაემგზავრა, სადაც დღეს, 5 სექტემბერს უკვე პირინეელები გვიმასპინძლებენ.

გუნდის მენეჯერ ლევან რამიშვილის თქმით, მთავარ მწვრთნელ ოთარ გაბელიას შემადგენლობაში ცვლილებები არ განუხორციელებიან და იმავე ფეხბურთელებს დაეყრდნობა.

მეკარეები: გიორგი მაკარიძე ("ლე მანი", საფრანგეთი), თორნიკე ზარქუა ("სპარტაკი", ცხინვალი)
მცველები: ნიკოლოზ აფაქიძე ("ბაია", ზუგდიდი), ლევან კაკუბავა ("დინამო", თბილისი), სოლომონ კვერკველია ("რუბინი", რუსეთი), ნიკოლოზ ჯიშკარიანი ("გაგრა"), ივანე კანდელაკი ("სკონტო", ლატვია), ლაშა კალანდაძე ("გაგრა"), ავთანდილ ბრაჭული ("რუბინი", რუსეთი)
ნახევარმცველები: გივი იოსელიანი ("ტორპედო", ქუთაისი), ვალერი ყაზაიშვილი
("ვიტესი", ჰოლანდია), თორნიკე თარხნიშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), ნიკა კვეკვესკირი ("დინამო", თბილისი), ზაქარია ბეგლარიშვილი ("ფლორა", ესტონეთი), ნიკა ძალამიძე ("ვიძევი", პოლონეთი), თორნიკე ოქრიაშვილი ("ილიჩივეცი", უკრაინა)
თავდამსხმელები: ირაკლი შეყილაძე ("ემპოლი", იტალია), გიორგი ჭანტურია ("ვიტესი", ჰოლანდია), ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), ირაკლი ქობალია ("ბაია", ზუგდიდი).

მატჩი ქალაქ ლუგოს სტადიონ "უგო კაროზე" 22:45 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრები 2 სექტემბრიდან ესპანეთშია და განმეორებითი მატჩისთვის ემზადება. გაბელიამ ფეხბურთელები ჯერ ლუგოს ერთ-ერთ სტადიონზე ავარჯიშა, გუშინ კი - "უგო კაროზე".

მატჩს რუმინელი მსაჯები მოემსახურებიან, არბიტრი იშტვან კოვაჩი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული