17-წლამდელთა ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა გუნდმა, დღეს სადებიუტო შეხვედრა გამართა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფურ ეტაპზე. მე-8 ჯგუფში, ვასილ მაისურაძის გუნდის პირველი მეტოქე ბულგარეთის გუნდი იყო.

ჭეჭელაშვილის, ახვლედიანისა და პაპუნაშვილის გოლებით, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი გამარჯვება და პირველი სამი ქულა მოიპოვა. მართალია, ანგარიში ბულგარელებმა გახსნეს, თუმცა, ჩვენმა ახალგაზრდებმა მალევე შეძლეს ანგარიშის გათანაბრებაც და უპირატესობის მოპოვებაც.

შეხვედრა ტირასპოლში, სტადიონ "დინამო ავტო"- ზე გაიმართა.

საქართველოU17 - ბულგარეთი U17 3:2 (2:1)
გოლები: პეტკოვი (17, 71), ჭეჭელაშვილი (19 პენ), ახვლედიანი (23), პაპუნაშვილი (69)
გაფრთხილება: კალპაკიევი, ნ.ჭანტურია,
ახვლედიანი, ჩაკვეტაძე, ილიევი
მსაჯი: კლეიტონ პისანი (მალტა)

საქართველოU17: ადამია, გაბაძე, ნ.ჭანტურია, ჩაკვეტაძე, გოროზია (დვალი 52), აბურჯანია (კაპ) (ცინცაძე 41), პაპუნაშვილი, რ.ჭანტურია (კერძევაძე 72), ახვლედიანი, მაჭავარიანი, ჭეჭელაშვილი
მთ.მწვრთნელი - ვასილ მაისურაძე

ბულგარეთი U17: კიტანოვი, მიცაკოვი, ილიევი, კალპაკიევი, პეტკოვი, კოლევი (კაპ), მინჩევი (ვასილევი 58), დრიანოვი, მ.მ. ორაჩევი, მ.რ. ორაჩევი (მაიმუნკოვი 76), ჩობანოვი (ანგელოვი 58)
მთ.მწვრთნელი - ალექსანდარ დიმიტროვი

დღესვე, გაიმართება ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩი შვედეთისა და მოლდოვას ნაკრებებს შორის. მომდევნო შეხვედრას კი, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 23 სექტემბერს, მოლდოვას ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ერთი და სხვა ათასი.ყოველ წარმატებას შექება და მხარდაჭერა სჭირდება, მაგრამ წარუმატებლობის შემთხვევაში ნურც ძაგება გიკვირთ.
zuxusha
16:14 21-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული