აბურჯანია: "ბაზელი", შეიძლება "ვიტესიც"

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვასილ მაისურაძის გუშინდელ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ ჩვენი ბიჭებით უცხოური კლუბები დაინტერესდნენ. პირველი, ვისაც კარიერის უცხოეთში გაგრძელება შეეძლება, გუნდის კაპიტანი გიორგი აბურჯანიაა.

როგორც შევიტყვეთ, რუსთავის "მეტალურგის" ნახევარმცველს საკმაო ხანია, შვეიცარიული "ბაზელი" აკვირდება, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების მაღალ დონეზე ჩატარების შემდეგ კი გიორგი კლუბმა სინჯებზე მიიწვია.

აბურჯანია შვეიცარიაში 7 ოქტომბერს გაემგზავრება და იქ ორ კვირას დაჰყოფს. ამ პერიოდის განმავლობაში იგი "ბაზელის" შემადგენლობაში ინტენსიურად ივარჯიშებს და სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.

არც ის არის გამორიცხული, აბურჯანიამ
კარიერა არა "ბაზელში", არამედ ჰოლანდიურ "ვიტესში" განაგრძოს. რასაკვირველია, არნემულ კლუბში მის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ფლობენ.

სავარაუდოდ, "ბაზელში" სინჯების გავლის შემდეგ იგი ჰოლანდიაში გადაინაცვლებს და უკვე "ვიტესის" შემადგენლობაში ვარჯიშს შეუდგება, ხოლო თუ სად გააგრძელებს თამაშს, ეს მოგვიანებით გაირკვევა.

ვნახოთ, როგორ განვითარდება ნიჭიერი შუახაზელის კარიერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"ბაზელი" "ვიტესზე" ბევრად უკეთესი გუნდია!
Burton
15:23 01-10-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული