შეკრების პარალელურად სტუმრები ქართველ თანატოლებთან ორ ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებენ. პირველი შეხვედრა 6 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, მეორე შეხვედრაში კი ნოდარ აკობიას გუნდი აზერბაიჯანელებს რუსთავში, "ფოლადზე" უმასპინძლებს.
აზერბაიჯანელი 15-წლამდელები ქართულ შეკრებას 10 ნოემბერს დაასრულებენ.
შეგახსენებთ, საქართველოსა და აზერბაიჯანის ასაკობრივი ნაკრებები შეკრებებისა და სპარინგებისთვის ერთმანეთს ხშირად სტუმრობენ და ეს სამეზობლო ურთიერთობა შემდგომშიც გაგრძელდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"