U15: ორი ამხანაგური მეზობლებთან

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ცნობით, 4 ნოემბერს თბილისს აზერბაიჯანის 15-წლამდელთა ნაკრები ეწვევა და აქ საწვრთნელ შეკრებას გაივლის.

შეკრების პარალელურად სტუმრები ქართველ თანატოლებთან ორ ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებენ. პირველი შეხვედრა 6 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, მეორე შეხვედრაში კი ნოდარ აკობიას გუნდი აზერბაიჯანელებს რუსთავში, "ფოლადზე" უმასპინძლებს.

აზერბაიჯანელი 15-წლამდელები ქართულ შეკრებას 10 ნოემბერს დაასრულებენ.

შეგახსენებთ, საქართველოსა და აზერბაიჯანის ასაკობრივი ნაკრებები შეკრებებისა და სპარინგებისთვის ერთმანეთს ხშირად სტუმრობენ და ეს სამეზობლო ურთიერთობა შემდგომშიც გაგრძელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული