16-წლამდელებმა ირანელებთან მეორე სპარინგ-მატჩი ფრედ დაასრულეს

AutoSharing Option
12 დეკემბერს, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონმა საქართველოსა და ირანის 16-წლამდელთა ნაკრების მორიგ ამხანაგურ მატჩს უმასპინძლა.

შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა და პირველი მატჩისგან განსხვავებული სცენარით წარიმართა. აშკარად უკეთ გამოიყურებოდა ჩვენი მეტოქე. ალი დოსტის გუნდმა თითქმის მთელი მატჩი შეტევებში გაატარა, რაც, პირველი მატჩისგან განსხვავებით, უკეთ გამოუვიდათ.

ჩვენი ნაკრები კი, შეტევის ხაზში მაინცდამაინც კარგად არ გამოიყურებოდა. საკმაოდ დიდ სამუშაოს ასრულებდა ილია კერძევაძე, რომელიც ამჯერადაც ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა, პირველი თამაშის მსგავსად, სწრაფი გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ და ტაიმიც სულაც უგოლოდ დავასრულეთ.

მეორე
ტაიმი სულ სამი წუთის დაწყებული იყო, როცა ჩვენმა სტუმრებმა ანგარიშის გახსნა მოახერხეს. თავი ალი რიგიმ გამოიჩინა. გელა შეყილაძის ფეხბურთელებმა საპასუხო გოლის გატანა მხოლოდ მატჩის მიწურულს, 78-ე წუთზე შეძლეს. ნიკა ლაშხიას ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ, მეტოქის კარი თავური დარტყმით შეცვლაზე შესულმა გიორგი ბუნტურმა აიღო.

თბილისი. სტადიონი "მიხეილ მესხი"

საქართველოU16 - ირანიU16 1:1 (0:0)
გოლები: რიგი (43), ბუნტური (78)
გაფრთხილება: რიგი
მსაჯები: მალხაზ ბეუქლიშვილი, დავით ჩიგოგიძე, ლევან ვარამიშვილი, შოთა ქუხილავა

საქართველოU16: ჩაფიძე, ბაღდავაძე (ბუნტური 42), მარგველაშვილი, მალანია, ტაბიძე (გაბედავა 78), ა.არველაძე (გელაშვილი 42), ჯობავა, ლაშხია, კერძევაძე, მესხი (შულარია 59), კობახიძე
მწვრთნელი: გელა შეყილაძე

ირანიU16: სეჯადი, ნასრი, ჯაფერი, ჰაგზადე, ჰოსეინი, ვეჯდანი (კეივანი 71), ბაზაჯი, ეზატოიაჰი (შოჯაქი 80), რიგი, ბაიოჯი (მაჰარამი 55), ჰაზამი
მწვრთნელი: ალი დოსტი

როგორც მატჩის შემდეგ ქართველი 16-წლამდელების მთავარმა მწვრთნელმა, გელა შეყილაძემ თქვა, მეორე ტესტ-მატჩი გაცილებით რთული გამოდგა. "ნელ-ნელა იკვეთება გუნდის ძირითადი ბირთვი, მაგრამ სამუშაო ძალიან ბევრია, რადგან ამ ბიჭებს, მომავალ წელს უკვე ოფიციალური ტურნირების თამაში მოუწევთ" - განაცხადა შეყილაძემ.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 1 /
საშინელებაა, რაც ნაკრებში ხდება. თამაშის ხარისხია სამარცხვინო. ირანმა ტაქტიკა შეცვალა პირველი თამაშის მერე და ვერაფერი ვერ დავუპირისპირეთ. პირველ თამაშშიც გვჯობდნენ. ჩვენ ვთამაშობდით ეზოს ფეხბურთს.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული