ქართველები ლატვიაში გაჩემპიონდნენ

AutoSharing Option
საქართველოს 13-წლამდელთა ნაკრებმა "ლიეპაიას თასი" დამაჯერებლად მოიგო. ნოდარ აკობიას გუნდმა ლატვიური ტურნირის ფინალში ადგილობრივი "მეტალურგსი" 2:0 დაამარცხა. გოლები ნიკა ლაშხიასა და ნიკა ქორიძის (პენალტით) ანგარიშზეა.

სხვათა შორის, საქართველოს ნაკრები პირველი არალატვიური გუნდია, რომელმაც "ლიეპაიას თასი" მოიგო. წლევანდელ ტურნირში 9 ქვეყნის 16-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს 13-წლამდელთა ნაკრებმა ლიეპაიაში ამ შემადგენლობით იასპარეზა: ოთარ გოშაძე (საბურთალო), გიორგი ჯობავა, სანდრო ბენდიანიშვილი, ირაკლი კამლაძე, რატი კაკიაშვილი, გიორგი წივილაშვილი, ლუკა ვარძელაშვილი (ყველა - ნორჩი დინამოელი), გიორგი ადამია, გიორგი თვარაძე, გიორგი ბერიძე, გურამ გოშთელიანი (ყველა -
ოლიმპი თბ.), გიორგი აბელაშვილი (რუსთავი), ირაკლი კომახიძე (ქობულეთი), ნიკა ლაშხია, ბექა მიქელაძე, დიმიტრი თუთბერიძე (ყველა - ბაია), გიგა წურწუმია (კოლხეთი ხ.), ვატო არველაძე, ნიკა ქორიძე (ორივე - 35-ე საფ. სკოლა).


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული