გიორგი დევდარიანის საგანგებო განცხადება

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - გიორგი დევდარიანმა სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში საგანგებო, ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელსაც უცვლელად, სიტყვასიტყვით გთავაზობთ:

"ხანგრძლივი ფიქრისა და ანალიზის შემდეგ, მივედი დასკვნამდე, რომ ორივე საქმის ერთად კეთება - თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელობა და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ხელმძღვანელობა ჩემს ძალებს აღემატება.

ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა საკუთარი ნებით დავტოვო. "ორი კურდღლის მადევარი, ვერც ერთს ვერ დაიჭერს"... ამიტომ, არ მინდა შევირცხვინო თავი, შევარცხვინო ჩემი ფეხბურთელები და ქართველი გულშემატკივრები.

მაისში, ელიტრაუნდზე მე
ჩემი სახსრებით გავყვები გუნდს ხორვატიაში და მათ გვერდით ვიქნები, თუ ეს რამეში დაეხმარებათ. მთელი ეს წლები, ვეცადე, ჩემი სამუშაო პირნათლად შემესრულებინა. გუნდი აწყობილი და ჩამოყალიბებულია და მგონია, რომ ჩემს გარეშეც დიდ წარმატებას მიაღწევენ ელიტრაუნდში. დიდი მადლობა" - განაცხადა გიორგი დევდარიანმა.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
დიდი ხანია მომწონს ამ ადამიანის მიდგომა საქმისადმი. აშკარად ეტყობა, რომ თავის საქმეზე დიდადაა შეყვარებული და ნამდვილი პროფესიონალია.
იმედი მაქვს ქართველი ახალგაზრდები ღირსეულად წარმოაჩენენ თავს ელიტრაუნდზე. გული დამწყდა, რომ ახალგაზრდულის მწვრთნელი აღარაა, მაგრამ აშკარად სწორი გადაწყვეტილებაა. სჯობს ერთი საქმე აკეთო ხარისხიანად, ვიდრე ორი ძალისძალაობით.
წარმატებები გიორგის და დინამოს!
levani
10:46 28-02-2012
0
წარმატებებს გისურვებ ბატონო გიორგი! 1 არხის კომენტატორმა ისეთი ოვაციით აღნიშნა რუსების გოლი რეალის კარში, გული დამწყდა, ისე გვენატრება გამორჩეული გოლები რუსებსაც კი ვქომაგობთ. გიორგი ისეთი გუნდი შეგექმნას ლივერპულის რომ დაგამარცხებინებს, ბედნიერი ხარ ამის შანსი რომ მოგცა ღმერთმა, არამგონია ეს შეუძლებელი იყოს!
nuca
16:58 27-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული