ესტონეთი-საქართველო 1:2 - ალექსანდრე ჩივაძეს ლევან ყენია გამოადგა [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ტალინში ჯგუფის აუტსაიდერ ესტონეთს სძლია.

ამით ჩვენმა 21-წლამდელებმა ხორვატია ჩამოიტოვეს და ბოლოსწინადან მესამე ადგილზე გადაინაცვლეს. ამაზე მაღლა კი საქართველოს ნაკრები ვერაფრით ავა - ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წარუმატებელმა სტარტმა ჩვენს ახალგაზრდულს ფინალურ ეტაპზე გასვლის ყოველგვარი შანსი მოუსპო, შესარჩევის შუა პერიოდში კი ნათელი გახდა, რომ პირველ-მეორე ადგილებს ესპანეთი და შვეიცარია გაინაწილებდნენ.

Sportall.Geსამწუხაროდ, 5 ივნისს გამართული მატჩის ხილვის საშუალება არ მოგვეცა და ამიტომაც იძულებულნი ვართ, უეფას ოფიციალური ვებგვერდის მონათხრობს დავეყრდნოთ.

ფაქტია,
რომ შეხვედრამ ქართველთა კარნახით ჩაიარა და პირველ ტაიმში გატანილი ორი გოლით ჩივაძის ფეხბურთელებმა მეტოქე მძიმე დღეში ჩააგდეს.

ესტონელებს თამაშის გადარჩენის შანსი ბოლოსღა გაუჩნდათ, მაგრამ სტუმრებმა ხელსაყრელი ანგარიშის შენარჩუნება შეძლეს.

ყველაზე გამოსარჩევი ამბავი კი, რა თქმა უნდა, ლევან ყენიას გოლია. მძიმე ტრავმის შემდეგ ახლად გამოჯანმრთელებულმა ნახევარმცველმა ძირითად შემადგენლობაშიც ითამაშა და თავიც გამოიჩინა, რაც ეროვნულ ნაკრებში მომხდარი ინცინდენტის შემდეგ მისი კარიერული წინსვლისთვის უდავოდ ხელისშემწყობი ფაქტორია.

Sportall.Geმოკლედ, ჯგუფში მესამე ადგილი საქართველოს ნაკრებისთვის შესაძლებლობის მაქსიმუმია და ტალინური გამარჯვებით ამ ამოცანის შესრულებისკენ დიდი ნაბიჯი გადაიდგა.

იმედი ვიქონიოთ, რომ ჩივაძის გუნდი ორ დარჩენილ საშინაო მატჩში ქულათა მაქსიმუმს მოიპოვებს და უსახურად დაწყებულ შესარჩევ ციკლს მაჟორულ ნოტზე დაასრულებს.

U21. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი
5.06. ტალინი. ლილეკულა. 1 500 მაყურებელი
ესტონეთი-საქართველო 1:2 (იხილეთ ვიდეო)
0:1 ოქრიაშვილი (12), 0:2 ყენია (26), 1:2 ს. კვირკველია (81. ს. კ.)

ესტონეთი საქართველო
4-2-3-1 4-2-3-1
მეერტისი ნადირაძე
კულინტისი ტვილდიანი
არტიუნინი ს. კვირკველია
პოდოლუჟინი მ. კობახიძე
რეინტამი იოსელიანი
სინლაიდი პაპავა
კალიუმაე კვეკვესკირი
სუბოტინი ბეგლარიშვილი
პაპონოვი ყენია
პეიტრე ოქრიაშვილი
ალიკუ საბანაძე

მწვრთნელები
ფ. ბერნჰარდტი ა. ჩივაძე

ესტონეთი
46. არტიუნინი - მეტსი
46. სუბოტინი - პროსა
77. პეიტრე - ცეგოდაევი
სათადარიგოები: პალმი, ვეისი, ანტონოვი, ტაარი

საქართველო
46. ყენია - ჩაფიძე
61. საბანაძე - ჯიღაური
80. ბეგლარიშვილი - შარაშენიძე
სათადარიგოები: ბეგაშვილი, ჯგერენაია, თარხნიშვილი, კუკავა

გაფრთხილება: კალიუმაე (89)

მთავარი მსაჯი: თოლგა იოზფალქა (თურქეთი)

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 6 6 0 0 21-2 18
2. შვეიცარია 6 4 1 1 12-4 13
3. საქართველო 6 2 0 4 5-16 6
4. ხორვატია 6 2 0 4 6-9 6
5. ესტონეთი 6 0 1 5 1-14 1

დარჩენილი მატჩების კალენდარი
15 აგვისტო
საქართველო-ხორვატია

6 სექტემბერი
საქართველო-ესტონეთი
შვეიცარია-ესპანეთი

10 სექტემბერი
ესპანეთი-ხორვატია
შვეიცარია-ესტონეთი

ყენია ახალგაზრდულს გოლით დაუბრუნდა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მალადეც ბიჯებო ასე გააგრზელეთ,ყენია მაგარია
barsa
14:29 06-06-2012
0

სიახლეები პოპულარული