ივო შუშაკი: საქართველო ჩემს გულშია და თუ ღმერთი ინებებს, აქ კიდევ ჩამოვალ სამუშაოდ

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩის შემდეგ, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა ხორვატ თანატოლებს უმასპინძლა, სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ივო შუშაკმა კომენტარი გააკეთა:

"საქართველომ კარგი, ტექნიკური ფეხბურთი აჩვენა და ვიცოდი, რომ ასეც იქნებოდა. საქართველომ პირველ ტაიმში მეორეზე უკეთესად ითამაშა, თუმცა ჩვენც გვქონდა რამდენიმე საგოლე შანსი პირველ ტაიმში.

საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ შედეგით და იმითაც, რომ ჩვენს გუნდს დიდი პოტენციალი აქვს.

ამ სტადიონზე მართლაც ისტორიული მატჩის მონაწილე ვარ. რუსეთთან გამარჯვება ჩემთვისაც ისტორიული იყო და საქართველოსთვისაც. როცა ამ თამაშს ვიხსენებ, დიდ კმაყოფილებას ვგრძნობ. მაშინ ქართველმა
ხალხმა გაიხარა და მეც მათთან ერთად ამაყი ვიყავი.

საქართველოში ჩამოსვლის სურვილი ყოველთვის მაქვს. თუ ღმერთი ინებებს, იქნებ აქ ხელმეორედაც ჩამოვიდე სამუშაოდ. საქართველო ჩემს გულშია"
.

ასევე იხილეთ:
U21. საქართველო-ხორვატია 1:1 - სასურველი ფრე ახალი გუნდით
ალექსანდრე ჩივაძე: რაზე უნდა ველაპარაკო ფეხბურთელს, 90 წუთი თამაში რომ არ შეუძლია?!
მკითხველის კომენტარები / 4 /
ივო მაგარი კაცია თავის დროზე დიდი სიხარული მოგვიტანა როდესაც რუსეთი დავამარცხეთ
miriani
10:30 17-08-2012
0
ღმერთმა გადღეგრძელოს ბატონო ივო და შენისთანა ჯიგრიანები ქართველებსაც გვიმრავლოს!
დავითი
15:45 16-08-2012
0

სიახლეები პოპულარული