საქართველო-შვედეთის მატჩის ტრანსლიაცია გადაწყდა

AutoSharing Option
23 ოქტომბერს 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი შეხვედრები გაიმართება: ეროვნულ სტადიონზე საქართველოს ნაკრები შვედებს უმასპინძლებს, "ლოკომოტივზე" კი ინგლისი პოლონეთს შეხვდება.

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისა და საქართველო 4-4 ქულით ჯგუფს ლიდერობენ, ელიტ-რაუნდში გასულთა ვინაობა ჯერ არ გარკვეულა. ამდენად, ბოლო ტურის მატჩებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

კობა ჟორჟიკაშვილის ნაკრებს როლანდ ლარსონის ხელქვეითებთან ფრეც აძლევს ხელს, თუმცა სკანდინავიელები ელიტრაუნდში მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ და "საომრად" ემზადებიან.

მატჩისადმი ქართველი გულშემატკივრის დიდი ინეტერესი გაითვალისწინეს "მზეზე" და როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, 23 ოქტომბერს, 15:00 საათზე ამ ტელეკომპანიის ეთერში
საქართველო-შვედეთის მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს შემოგვთავაზებენ. რეპორტაჟს დიმიტრი ობოლაძე გაუძღვება.

 



მკითხველის კომენტარები / 1 /
მოვიგეთ,მოვიგეთ.ყოჩაღ ბიჭებო!
kaizer
16:43 23-10-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული