რაც მთავარია, ჯგუფის მეორე შეხვედრაში ჩვენთვის სასურველი შედეგი დაფიქსირდა, რაზეც ქვემოთ წაიკითხავთ.
პირველი ტურისგან განსხვავებით, როცა საქართველოს ნაკრები სერბეთს თოვლისგან გადათეთრებულ მოედანზე ეთამაშა, ტურნირის ორგანიზატორებმა გაზონის გაწმენდაზე უფრო მეტად იზრუნეს და შეხვედრა ნორმალურ საფეხბურთო ვითარებაში ჩატარდა.
Video
27.03.13. U17:საქართველო - ირლანდია 3:0
27.03.13. U17:საქართველო - ირლანდია 3:0
მატჩი ქართველთა კარნახით წარიმართა და დევდარიანის შეგირდებს დაწინაურება პირველივე ტაიმში შეეძლოთ. ჩვენი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, აქტიური იყო ქართველთა ორივე ფლანგი. მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარეს ზურაბ გელაშვილმა და აკაკი შულაიამ.
პირველ ტაიმში ხშირად იცვლიდა ადგილს ლუკა ზარანდია და მეტოქის მცველებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
დროის ორწუთიან მონაკვეთში მოლდოველმა არბიტრმა ირლანდიელთა ორი ფეხბურთელი გააძევა და შეხვედრის ბედიც აქ გადაწყდა.
54-ე წუთზე ზარანდიამ მარჯვენა ფლანგიდან დრიბლინგით თავბრუ დაახვია მეტოქის მცველებს, საჯარიმოში შეიჭრა და გამოზომილი, ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა.
56-ე წუთზე მეკარესთან ერთი-ერთზე გასული რომან ჭანტურია ბურკემ აშკარად მოცელა. მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა და მეტოქის გოლკიპერი მოედნიდან გააძევა. პენალტის ნიშნულთან ზარანდია მივიდა, რომელსაც დუბლის შესრულება მეტოქის სარეზერვო მეკარემ არ დაანება.
62-ე წუთზე კერძევაძემ შეტევის მარჯვენა ფლანგიდან გელაშვილის გადაცემა მიიღო და მეკარის პირისპირ დარჩენილს გატანა არ გასჭირვებია. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანს ირლანდიასთან მიღებული გაფრთხილება კვირას ავსტრიასთან თამაშის უფლებას არ აძლევს.
მოედანზე თორმეტი წუთის შემოსულმა გრიგოლ ჩაბრაძემ ბურთთან პირველივე შეხება გოლად აქცია.
საქართველოს ნაკრებს ვენაში ქართველთა მცირერიცხოვანმა ჯგუფმა უქომაგა.
ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი
27.03. ვენა. ჰირშტეტენი
საქართველო-ირლანდია 3:0
გოლები: 1:0 ზარანდია (54), 2:0 კერძევაძე (62), 3:0 ჩაბრაძე (71)
58-ე წუთზე ზარანდიამ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი (მეკარე)
საქართველო: გოშაძე, პატარკაციშვილი, მარგველაშვილი (76. მალანია), ტაბიძე, ზარანდია, რ. ჭანტურია (59. ჩაბრაძე), კერძევაძე, ხარაიშვილი, გელაშვილი, შულაია, ბარამიძე (41. ბერიძე)
სათადარიგოები: ქურდაძე, რუხაძე
მწვრთნელი: გ. დევდარიანი
ირლანდია: ბურკი, მოსელი, დემპსი, კლერი, დონელანი (50. დიმაიო), ოჰალორანი, მულჰოლი (72. ჩარსლი), სტოუკსი, ბირნი, მიტჩელი, გრეგო-კოქსი (57. დოჰერტი)
სათადარიგოები: რეინი, მულრენი, ბარნეტი, კავანაგი
მწვრთნელი: ტ. მოჰანი
გაფრთხილება: მულჰოლი (23), ოჰალორანი (28), კერძევაძე (29), მიტჩელი (40), დონელანი (46), მოსელი (51)
გაძევება: მიტჩელი (55), ბურკი (56)
არბიტრი: ს. დერენოვი (მოლდოვა)
სტატისტიკა
საქართველო ირლანდია
11 კარში დარტყმა 1
5 კარისკენ დარტყმა 1
8 კუთხური 0
16 ჯარიმა 23
* * *
ავსტრია-სერბეთი 1:0
გოლი: 1:0 პელეგრინი (70)
ჯგუფის მეორე მატჩში ამაზე უკეთეს შედეგს ვერც ვინატრებდით. საქართველოს ნაკრების მძლეველმა სერბეთმა მასპინძელ ავსტრიასთან მარცხი იწვნია, თუმცა ჩვენი 17-წლამდელები ბოლო ტურის წინ საკუთარ თავზე მაინც არ არიან დამოკიდებულნი - თუ სერბეთმა ირლანდია დაამარცხა, ფინალურ ეტაპზე ნებისმიერ შემთხვევაში გავა.
შესაბამისად, ჩვენი შანსი ეს არის - უნდა მოვუგოთ ავსტრიას, სერბეთმა კი ირლანდია ვერ დაამარცხოს. ქულათა თანაფარდობის შემთხვევაში, ურთიერთშეხვედრაში გამარჯვების ხარჯზე სერბები ქართველებზე მაღლა აღმოჩნდებიან. თუმცაღა ორი ტურის შემდეგ ჯგუფს საქართველოს ნაკრები ლიდერობს.
ვნახოთ, რა მოხდება კვირას. ფაქტია, რომ დღეისთვის ქართველთა შანსები უფრო მაღალია, ვიდრე მარცხით დაწყებული ელიტრაუნდის პირველი ტურის შემდეგ.
ჯგუფის გამარჯვებული კი ნებისმიერი გუნდი შეიძლება გახდეს. მეორე ტურის შემდეგ ოთხივე ნაკრებს თითო გამარჯვება და მარცხი აქვს, რაც დრამატული ბოლო ტურის გარანტიას გვაძლევს.
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 2 1 0 1 3-2 3
2. სერბეთი 2 1 0 1 2-1 3
3. ავსტრია 2 1 0 1 1-1 3
4. ირლანდია 2 1 0 1 1-3 3
30 მარტი
ავსტრია-საქართველო
ირლანდია-სერბეთი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
U17. სერბეთი-საქართველო 2:0 - მარცხით დაწყებული ელიტა