საქართველოს შანსი აქვს; ჰოლანდია, ესპანეთი და საფრანგეთი კი ჯგუფში ჩარჩნენ

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდის დასკვნითი ტურისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, გიორგი დევდარიანის გუნდმა ავსტრიაში ასპარეზობა სერბეთთან მარცხით (0:2) დაიწყო, მეორე ტურში კი ირლანდია 3:0 გაანადგურა, რითაც ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი შეინარჩუნა.

საამისოდ საჭიროა, ქართველმა 17-წლამდელებმა ბოლო ტურში, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართება, მასპინძელი ავსტრია დაამარცხონ, სერბეთმა კი ირლანდიის ძლევა ვერ შეძლოს.

* * *
გაგაცნობთ ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირთან დაკავშირებულ სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციას.

- ფინალური ეტაპის საგზური უკვე მოიპოვა ხორვატიამ, რომელმაც ელიტრაუნდის ჯგუფში ისეთ სახელიან მეტოქეებს აჯობა, როგორებიც
ესპანეთი და საფრანგეთი არიან;

- ფინალურ რაუნდში მოხვდნენ ასევე შვეიცარია და იტალია. ამ უკანასკნელმა ჯგუფში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ჰოლანდია ჩატოვა;

- შესარჩევი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია გერმანელი ტიმო ვერნერი, რომლის ანგარიშზეც 9 გოლია. საქართველოს ნაკრების ყველაზე შედეგიანი მეგოლე, 4 ბურთით, ლუკა ზარანდიაა;

- საუკეთესო ასისტენტების რეიტინგს 4-4 შედეგიანი გადაცემით რამდენიმე ფეხბურთელი ლიდერობს, რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე კი მხოლოდ თითო საგოლე პასია;

- განვლილ ხუთ შესარჩევ მატჩში მეტოქის კარს საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ყველაზე მეტჯერ, 8-ჯერ, ზარანდია დაემუქრა. ამ მაჩვენებლით ავსტრიელი ადრიან გრბიჩი ლიდერობს - 17 დარტყმა მოწინააღმდეგის კარის ჩარჩოში;

- საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ყველაზე მეტჯერ, 11-ჯერ, აკაკი შულაია დაჯარიმდა;

- იმავე შულაიამ კი ჩვენს გუნდს ყველაზე მეტი, 17 ჯარიმა მოუპოვა, რაც შესარჩევი ციკლის მასშტაბით მეორე შედეგია;

- თენგიზ გოროზიამ, ზურაბ გელაშვილმა, გიორგი თევზაძემ და ილია კერძევაძემ 2-2 გაფრთხილება მიიღეს, რის გამოც თითომატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯნენ;

- ჩვენი გუნდის წევრთაგან არავინ გაუძევებიათ;

- განვლილ 5 შეხვედრაში ყველაზე მეტი, 28 გოლი გერმანიის ნაკრებმა გაიტანა. ქართველთა ანგარიშზე 10 გატანილი ბურთია;

- საქართველოს ნაკრებმა 6 გოლი მიიღო. ამ მაჩვენებლით სერბეთი ლიდერობს, რომლის კარშიც მხოლოდ ერთი ბურთი გავიდა;

- კარის ჩარჩოში დარტყმის მხრივ, ჩვენი 17-წლამდელები მე-7 პოზიციაზე არიან - მათ 37-ჯერ დაარტყეს, ლიდერმა საფრანგეთმა კი - 52-ჯერ;

- ყველაზე მეტი, 50 კუთხური ფრანგებმა მოაწოდეს, ქართველებმა - 29;

- ყველაზე უხეში გუნდი შვეიცარიაა 97 ჯარიმით. საქართველოს ნაკრები, რომლის ფეხბურთელებიც 74-ჯერ დაჯარიმდნენ, ამ ნომინაციაში მეექვსე პოზიციაზეა;

- მოპოვებული ჯარიმების რაოდენობით (75) ჩვენი გუნდი მეხუთეა, ლიდერი კი ბელგიაა 90 ჯარიმით;

- ყველაზე მეტი, 18 გაფრთხილება ირლანდიამ მიიღო. ქართველებს ყვითელი ბარათი 12-ჯერ უჩვენეს;

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
U17. საქართველო-ირლანდია 3:0 - საქართველო ჯერჯერობით ლიდერია [VIDEO]
U17. სერბეთი-საქართველო 2:0 - მარცხით დაწყებული ელიტა
მკითხველის კომენტარები / 6 /
რა 30 ოქტომბერს, კორექტორი არა გჰყავთ?
ცოფიანი სპილო
12:23 29-03-2013
0
ტიმო ვერნერს 9 კიარა 13 აქ გატანილი
beqa
12:26 29-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული