U17. თურქეთი VS საქართველო - ნოდარ აკობიას გუნდი ბულგარულ ტურნირში ერთვება

AutoSharing Option
17 აპრილიდან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები, რომელიც 1997 წელს დაბადებული ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, ბულგარეთის საერთაშორისო ოთხთა ტურნირში ჩაერთვება.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნოდარ აკობიაა, გუნდის შემადგენლობა კი ასეთია:

მეკარეები: ბექა ქურდაძე (საბურთალო), გიორგი კულუა (ტორპედო, ქუთაისი);

მცველები: რატი კაკიაშვილი, ცოტნე ნადარაია, რუსლან ბედიევი, გუგა თვარაძე (ყველა - საბურთალო), ნიკა კევლიშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), გიორგი სადღობელაშვილი (დინამო, თბილისი);

ნახევარმცველები: ვასილ კაციტაძე (დინამო, თბილისი), გიორგი კიკნაძე, ირაკლი კამლაძე (ორივე - ლოკომოტივი, თბილისი), ნიკა ქორიძე (35-ე სკოლა), ლადო მამუჩიშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი (ორივე - საბურთალო), შერმადინ
ართმელაძე (შუქურა, ქობულეთი), გიორგი ბერიძე (ჩიხურა, საჩხერე), ნიკა ლაშხია (ბაია, ზუგდიდი);

თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (ზესტაფონი), გურამ გოშთელიანი, დათო წოწონავა (ორივე - საბურთალო), გიორგი არაბიძე, გიორგი ღვინაშვილი (ორივე - ლოკომოტივი, თბილისი), გიორგი ჯობავა ("ოსერი", საფრანგეთი).

17 აპრილს ჩვენი გუნდის მეტოქე თურქეთი იქნება, ტურნირის სრული განრიგი კი ასე გამოიყურება:

17 აპრილი
ბულგარეთი-კვიპროსი

"ორიზარი". დასაწყისი 19:00
თურქეთი-საქართველო

18 აპრილი
"ბერკუტი". დასაწყისი 16:30
ბულგარეთი-საქართველო


თურქეთი-კვიპროსი

20 აპრილი
ბულგარეთი-თურქეთი

"ორიზარი". დასაწყისი 13:00
კვიპროსი-საქართველო


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული