U19. საქართველო VS საფრანგეთი - თქვენ იცით, ბიჭებო!

AutoSharing Option
20 ივლისს ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური სტადია იწყება. ქართველი 19-წლამდელები B ჯგუფის პირველ შეხვედრას საფრანგეთის ნაკრებებთან ქალაქ ალიტუსში გამართავენ, პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი მე-9 არხი 20 საათზე შემოგვთავაზებს.

ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, საგანგებოდ საქართველოს 19-წლამდელებისთვის მომზადებული პრეზენტაცია ცნობილმა ბერძენმა მსაჯმა, უეფას სამსაჯო კომიტეტის წევრმა კიროს ვასარასმა ჩაატარა - ისევე, როგორც შარშან სლოვენიაში გამართულ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, უეფამ ის ლიტვაშიც მსაჯების დამკვირვებლად მიავლინა. ვასარასმა ფეხბურთელებს რამდენიმე ახალი წესი და ცვლილება გააცნო და სათამაშო ეპიზოდები მათთან ერთად განიხილა:

შეხვედრით კმაყოფილი დარჩა საქართველოს ნაკრების მთავარი
მწვრთნელი გია ცეცაძე და აღნიშნა, რომ გუნდისთვის ეს გასაუბრება ძალიან სასარგებლო იყო. ამის შემდეგ, უეფას ოფიციალური ფოტოსესია მხიარულ ვითარებაში წარიმართა.

ბოლო დღეების ვარჯიშები ცეცაძემ და მისმა შტაბმა მთლიანად ტაქტიკური სქემების დახვეწას დაუთმეს. სასიხარულოა, რომ ლატვიაში ბოლო ვარჯიშზე დაშავებულმა მეკარე გაბრიელ თებიძემ ივარჯიშა, რომელსაც სამი დღე წელის ტრავმის გამო გაუცდა.

19 ივლისს ყველა მონაწილის გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს, 19 საათზე კი "ჯვაროსნებმა" კაუნასის სტადიონზე ივარჯიშეს.

ვარჯიში ღრუბლიანი და გრილი ამინდის თანხლებით ჩაატარა. მსუბუქი მოთელვის შემდეგ, ფეხბურთელები მწვრთნელებთან ერთად, კვლავ ტაქტიკური მონახაზების დახვეწას შეუდგნენ. ვარჯიში კარში დარტყმებითა და მინი-ორკარათი დასრულდა.

კაუნასში ჩავიდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ზვიად სიჭინავა და ფედერაციის ტექნიკური დირექტორი - ნიკოლოზ ჩხეიძე.

20 ივლისს, ჩვენს ჯგუფში სერბეთი თურქეთს, თბილისის დროით 18:00 სთ-ზე დაუპირისპირდება, A ჯგუფში კი მასპინძელი ლიტვა - ჰოლანდიას, ესპანეთი კი პორტუგალიას შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
გამარჯვება ტკვენი იკნება
0
გამარჯვება ტკვენი იკნება
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული